ეს ლეგენდარული ნიკალაა ! ტური ქიზიყში - ლეგენდარული ნიკალას სამშობლოში, მარგარიტა დე სევრი და მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდები. . .
ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ყოველივე ქვემოაღნიშნულს !
ამბობენ, ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლად მოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა _ ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ “ ყვავილების მთელი ზღვა ” ეყიდა…
ზემძლავრი ტურის ჩატარება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია !
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბიზნეს კლასის ლეგენდარული MERCEDES - BENZ მარკის ლეგენდარული VIANO - ს მოდელის მიკროავტობუსით ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან ქიზიყში - ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის სამშობლოში . . . საქართველოს უბატონო კუთხეში. . . სიღნაღი - აუღებელი ციხე - სიმაგრე, საქართველოს ბრილიანტი. . . საქართველოს სავიზიტო ბარათი . . .რა დროსაც თქვენ
1. ესტუმრებით ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის მშობლიურ სოფელს, სადაც დაათვალიერებთ ნიკალას სახლს და მის ნივთებს, ასევე ნახავთ ულამაზეს მარგარიტას, რომელსაც ნიკალამ მილიონი წითელი ვარდი უყიდა . . . ! ამის შემდეგ უკვდავი გახდნენ ნიკო ფიროსმანი და მსახიობი მარგარიტა ! ამის მნახველმა შეუძლებელია არიმღერო - " . . . მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველდილით ვხვდები ნიკალას . . ." ! ეს ლეგენდარული კაცი თვით ლეგენდარულმა პაბლო პიკასომ დახატა . . .
2. ამავე ეზოში ნახავთ ნიკალას მუზეუმს, სადაც განთავსებულია მისი შედევრები !
3. ბოდბეში ნახავთ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს და ლეგენდარული წმინდანის საფლავს !
4. სასწაულმოქმედ და სამკურნალო წყალს, რომელიც წარმოიშვა წმინდანის ლოცვით ! მონასტერიდან უნდა ჩაიაროთ 700 საფეხური წყარომდე და რწმენით დალიოთ და განიბანოთ წმინდა წყაროში, რომელიც მოგიხსნით ყოველგვარ დაავადებას !
5. ნახავთ ულამაზეს ძველსა და ახალ სიღნაღს და ლეგენდარული ერეკლე მეორის ბრძანებით სიღნაღელების მიერ აშენებულ სიღნაღის დიდ კედელს - ციხე - გალავანს, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ და სიღნაღს ჰყოფს ორ ნაწილად, რომელსაც ძველი და ახალი სიღნაღი ჰქვია ! " სიღნაღის დიდი კედლის " უმაღლესი ადგილიდან გადახედვისას მნახველის თვალწინ გადაიშლება ლეგენდარული "ალაზნის დიდი ველი " ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ლეგენდარულ ერეკლე მეორეს არ წაუგია არცერთი ბრძოლა და მას ქართველმა ხალხმა სიყვარულით " პატარა კახი " შეარქვა . . . !
6. სიღნაღში ნახავთ მეორე მუზეუმს, სადაც განთავსებულია ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის ტილოები, რომლებიც შეუფასებელია და მათ შორისაა ქართლ - კახეთის ლეგენდარული მეფე ერეკლე მეორე . . . , აგრეთვე " მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი თამარი . . ."
5. ექსკლუზიური უფლებით შეგიძლიათ მიირთვათ და შეიძინოთ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქართულ ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.