ღვინის ტური კახეთში : ღვინის დაყენება წლისაა, კახეთი ღვინის სამშობლოა !
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თბილისიდან ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან აქამდე არნახულ ღვინის ტურს კახეთში, რა დროსაც თქვენ ნახავთ :
1. წინანდალში ესტუმრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სადაც ნახავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის საცავს და შესაძლებელია მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !
2. ყვარელში ესტუმრებით ქინძმარაულის ღვინის ქარხანას, სადაც შესაძლებელია მიირთვათ ქართულ ქვევრებში დაყენებული ქინძმარაულის, მუკუზანის და სხვა ალაზნის ველზე მოყვანილი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაყენებული სამკურნალო და სიცოცხლის გამახანგრძივებელი ღვინოები !
3. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! ამ შემთხვევაში შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ საქართველოში მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული ღვინო ! რეკომენდირებულია 3 ლიტრი ღვინის დალევა, მაგრამ არაუმეტეს 5 ლიტრისა თვითოეულს !
4. , თელავში ნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ერეკლე მეორის განახლებულ სახლმუზეუმს, აგრეთვე
5. 900 წლის ჭადარს !
6. ნახავთ აეროპორტ " მიმინო " - ს , სადაც გადაღებულია ფილმი და
7. 900 წლის ჭადარს, სადაც ავტოინსპექტორმა " მიმინოს " ჩამოართვა ავტომანქანა და მართვის მოწმობა !
8. საოჯახო მარანში :
ა) ქვევრებიდან თიხის ფიალებით მიირთვათ ბრენდი " რქაწითელი " . . . , ბრენდი " ქინძმარაული " / ეს ბრენდი მიიღება სპეციალურ ჭურჭელში /.
ბ) შესაძლებელია დაესწროთ " ჭაჭის " გამოხდას !
გ) თონეში თავად დააკრათ და გამოაცხოთ კახური შოთი პური,
დ) თავად შევწვათ მწვადები შამფურზე და ბოლოს
ე) თქვენი ხელით მომზადებული ყველაფერი ნატურალური მიირთვათ კახურ ხაშლამასთან ერთად !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.