national delicacy

მოირონინე თოვლიანი ბახმარო 23-24 თებერვალს

  • ID: 49279
  • ნახვები: 3470
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/19
    დაბრუნება
    • 24/02/19
დამატებითი ინფორმაცია

23-24 თებერვალს, მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ორ დღიან ტურს ბახმაროში


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 02:45 სთ.
გასვლა: 03:00 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი


ტურის აღწერა:
ორ დღიანი ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ზამთრის ბახმაროს, ნაბეღლავის ხეობას და დავტკბებით გურიის ულამაზესი ხედებით ♥
პირველი დღეს ჩვენი ტრანსპორტით მივალთ სოფელ ჩხაკოურამდე(ან ზემოთ თოვლის საფარის მიხედვით), საიდანაც ბურანებით ავალთ ბახმაროში.
მეორე დღეს ბახმაროდან მოვდივართ ფეხით, მოვყვებით თოვლიან სამანქანო გზას (დაღმართი ;) ) 10-15 კმ. თოვლის საფარის მიხედვით,
სოფელ ჩხაკოურასთან (ან ზემოთ) დაგვხვდება ჩვენი ტრანსპორტი და გამოვემართებით დედაქალაქისკენ.


მარშრუტის სირთულე:
მარტივი. (თოვლიანი და ფაფუკი ^_^ )

ფეხით გასავლელი მანძილი:
პირველი დღე - 0 კმ.
მეორე დღე - 10-15 კმ.


ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:

135 ლარი (ბურანით)
110 ლარი (11 ნომრით ;) ფეხით)
ჩანთებს მეორე შემთხვევაშიც ვატანთ ბურანს...


თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
ბურანებით ასვლა ბახმაროში
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
განთავსება კოტეჯში
(კოტეჯში არის 12 საწოლი,დასწრებაზე :დ )


ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)


საჭირო აღჭურვილობა:
საძილე ტომარა, საგებელი, თოვლისთვის შესაბამისი სამოსი და ფეხსაცმელი, წვივსაფარი (ე.წ გამაშები) სათვალე,ხელთათმანი, ქუდი.
ვისაც საიმედო/წყალგაუმტარი სამოსი არ გაქვთ თან იქონიეთ გამოსაცვლელიც.
და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე110.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/02/19
    დაბრუნება
    • 24/02/19