national delicacy

მოირონინე თოვლიანი ლომის მთა 9-10 თებერვალს

  • ID: 49065
  • ნახვები: 6826
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
დამატებითი ინფორმაცია

9-10 თებერვალს, მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთვაზობთ ორ დღიან ლაშქრობას თოვლიან ლომის მთაზე


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 06:45 სთ.
გასვლა: 07:00 სთ.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომის მთის ტურისტული თავშესაფარი, 15 კმ. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში

დღე 2: ლომის მთის მწვერვალი, წმ. გიორგის ეკლესია, დაბრუნება ვიზიტორთა ცენტრში 19 კმ.


მთავარი ღირსშესანიშნაობები:
დათოვლილი წიწვოვანი და შერეული ტყე, ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით


დეტალური აღწერა:
10 საათზე ვიქნებით ბორჯომის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, სადაც გავივლით რეგისტრაციას და დავიძვრებით ლიკანის მცველთა საგუშაგოსკენ.
ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.
15 კმ გავლის შემდეგ ავალთ ლომის მთის ტურისტულ თავშესაფარში, სადაც გავათევთ ღამეს. მეორე დღეს 9 საათზე დავიძვრებით წმ. გიორგის ეკლესიისკენ (თუ თოვლის საფარი მოგვცემს ბოლომდე მისვლის შესაძლებლობას), დავტკბებით კავკასიონის ხედებით და დავბრუნდებით ლიკანის მცველთა საგუშაგოსთან.



ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება - 65 ლარი

რონინელებისთვის - 55 ლარი
(რონინელად ითვლება 5-ჯერ ნამყოფი ჩვენს ტურზე,პლიუს ჩვენი მაისური უნდა გქონდეთ)

სტუდენტებისთვის - 55 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
ტურზე გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის საფასური

ფასში არ შედის:
საკვები

მარშრუტის სირთულე:
რთული (თოვლიანობისას)
გასავლელი მანძილი:
ჯამში 34 კმ.


საჭირო აღჭურვილობა:
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი და ფეხსაცმელი, წვივსაფარი (ე.წ გამაშები) ხელთათმანი, ქუდი, საძილე ტომარა, საგებელი.
ვისაც საიმედო/წყალგაუმტარი სამოსი არ გაქვთ თან იქონიეთ გამოსაცვლელიც

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე65.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი