ტური ულამაზესი სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????სამთო–სათხილამურო ტური ულამაზესი სვანეთში
(3დღე-2ღამე)
მარშრუტი: თბილისი -მესტია-ჰაწვალი -თეთნულდი- ლატალი-ენგურჰესი- თბილისი.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, ვარდების მოედანი :
ტრანსპორტირება:(თბილისი–მესტია–საბაგირომდე მიყვანა-თბილისი), მძღოლი-8 წლიანი გამოცდილებით სვანეთის გზებზე.
კვება: ადგილზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ საუზმე-ვახშამი
განთავსება: კომფორტულ საოჯახო სასტუმროში, ყველა ოთახს გააჩნია საკუთარი ვანა-ტუალეტი
გიდი–გამყოლის მომსახურება
მუზეუმში შესვლის საფასურები,
დელიკის დაქირავები თეთნულდის მიმართულებით
საბაგიროს აბონიმენტი
მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
ტურის დეტალური აღწერა:
პირველი დღე თბილისი - მესტია- მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი- მარგიანების მუზეუმი.
12:00 საოჯახო სასტუმროში დაბინავება
13:00 მესტია,მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და მარგიანების მუზეუმს .მსურველებს შეუძლიათ მესტიიდან საბაგიროთი ჰაწვალის მთის მიმართულებით ასვლა (სამთო-სათხილამურო ტრასა)-მიგიყვანთ მესტიის საბაგირომდე საიდანაც თავისუფლად შეძლებთ ჰაწვალზე ასვლას
თავისუფალი დრო
დაბინავება საოჯახო სასტუმროში. ვახშამი. ღამისთევა.
მეორე დღე : ჰაწვალი–თეთნულდი(არჩევანი სურვილისამებრ)
08:00 საუზმე;
09:30 გამგზავრება ჰაწვალის მიმართულებით (სურვილისამებრ), მიგიყვანთ მესტიის საბაგირომდე საიდანაც თავისუფლად შეძლებთ ჰაწვალზე ასვლას.
16:00 გამომგზავრება საოჯახო სასტუმროსაკენ. ვახშამი და ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.
მესამე დღე : ჰაწვალი–თეთნულდი(არჩევანი სურვილისამებრ)
08:00 საუზმე;
09:00 გამგზავრება თეთნულდის მიმართულებით დელიკებით (სურვილისამებრ)
09:00 გამგზავრება ჰაწვალის მიმართულებით (სურვილისამებრ)
14:30 გამომგზავრება საოჯახო სასტუმროსაკენ.
16:00 გამგზავრება თბილისის მიმართულებით, მოვინახულებთ ენგურის ულამაზეს წყალსაცავს და გავაგრძელებთ გზას თბილისისაკენ
WhatsApp
????Viber
;
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.