national delicacy

ლომის მთა

  • ID: 48144
  • ნახვები: 7705
complogo
Green Zebra • მწვანე ზებრა
დამატებითი ინფორმაცია

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი და ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი  თოვლის, სიმწვანის, თოვლ–სიმწვანის, ღუნღულა ღუმელიანი კოტეჯის და აღმართების მოყვარული ადამიანებისთვის ;) 

ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I:
15 კმ. ტყის ბილიკი, ორი მკვეთრი აღმართი დაახლოებით 400 მეტრიანი სიმაღლის ცვალებადობით. საერთო ჯამში პირველ დღეს ასაწევი სიმაღლე - 900მ.
• დღე II: 17კმ. ალპური ზონა და ტყის ბილიკი უკან. მკვეთრი აღმართი ლომის მთაზე დაახლოებით 400 მეტრიანი სიმაღლის აწევით და იგივე დაღმართი უკან -400 მეტრი. I დღეს გავლილი გზა უკან, 900 მეტრის დაწევა.
საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან: 870მ.
მაქსიმალური სიმაღლე: 2182მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - ( რთული)

სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
რთული რელიეფი, დიდი მანძლი, რამდენიმე მკვეთრი აღმართი და დაღმართი, მძიმე ბარგი, თოვლი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• თბილი საძილე ტომარა;(თუ არ გაქვთ გათხოვებთ)
• საგებელი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• თოვლის წვივსაფარი (პაჭიჭი, გამაში);
• სალაშქრო ზურგჩანთა;
• თბილი ქუთუკი, ქუდი, ხელთათმანები, ყელსახვევი.
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• თოვლის შარვალი;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• ტური შეიძლება გაუქმდეს წინა დღეებში განსაკუთრებულად დიდი ნალექის მოსვლის შემთხვევაში.
• ტურისტული თავშესაფრის დაჯავშნა ხდება წინასწარ. გასვლამდე 5 დღით ადრე უნდა იცოდეთ, ნამდვილად მოდიხართ თუ არა.


ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
19.01.2019
07:00
გასვლის დრო - 07:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის "ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი"
• ლომის მთა


ფასი:
70 ლარი (ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში)
60 ლარი (ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში, მოსწავლე ან სტუდენტი)
55 ლარი (ღამისთევა კარავში)

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (საძილე ტომარა, საგებელი);
• ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის ღირებულება;

ფასში არ შედის:
• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გაზქურა და ა.შ.);

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ "მწვანე ზებრას"  პირად შეტყობინებებში 
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე60.00
Green Zebra • მწვანე ზებრა