national delicacy

ძველით ახალი წელი გომისმთაზე

  • ID: 48143
  • ნახვები: 3342
complogo
Green Zebra • მწვანე ზებრა
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/19
    დაბრუნება
    • 13/01/19
დამატებითი ინფორმაცია

თუ გინდა, რომ ძველით ახალ წელსაც უთოვლოდ არ შეხვდე, ნახო როგორ გამოიყურება ზაფხულის კურორტი ზამთარში, ჩაერჭო თოვლში თავით და შეხვდე ძველით ახალ წელს ღუმელთან, მაშინ გომისმთაზე უნდა გამოგვყვე და გაატარო ყველაზე განსხვავებული და ლამაზი ძველით ახალი წელი ^_^ 

 

ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 8 კმ. სამანქანო გზა. თოვლი.
ღამისთევა გომის მთაზე, კოტეჯში.
• დღე II: 8 კმ. სამანქანო გზა. თოვლი.


ტურის საერთო სირთულე:
★★★★☆ - (საშუალოზე რთული)

სირთულის განმსაზღვრელი ფაქტორები:
მარტივი რელიეფი, დიდი მანძლი, თოვლის საფარი, მძიმე ბარგი.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• თოვლის წვივსაფარები (პაჭიჭი, "გამაში");
• ზურგჩანთა ორდღიანი ლაშქრობისათვის;
• საძილე ტომარა, საგებელი;(თუ არ გაქვთ ჩვენ გათხოვებთ)
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;

სასურველი:
• საკუთარი აღჭურვილობა;
• სალაშქრო ჯოხები;
• საწვიმარი;
• თბილი მოსაცმელი; ქუდი, ხელთათმანი;
• გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წინდები;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ.
წყალი მინიმუმ 2.0 ლიტრი. გზაზე შევსება შესაძლებელია.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ.
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• ნისლიანი ამინდის შემთხვევაში არ გვექნება ხედები;
• კოტეჯის დაჯავშნა ხდება წინასწარ. გასვლამდე 7 დღით ადრე უნდა იცოდეთ, ნამდვილად მოდიხართ თუ არა.
• წინა დღეებში დიდი ნალექის შემთხვევაში შესაძლოა დაგვემატოს ფეხით გასავლელი კილომეტრები.


ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
12.01.2019
03:00
გასვლის დრო - 03:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
• კურორტი გომის მთა

ფასი:
90 ლარი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამის გასათევი აღჭურვილობა მათთვის, ვისაც არ აქვს (საძილე ტომარა, საგებელი);
• კოტეჯში ღამისთევის ღირებულება ;

ფასში არ შედის:
• კვება;
• სალაშქრო აღჭურვილობა(ზურგჩანთა, ჯოხები, გაზქურა და ა.შ.);

გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 7 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე90.00
Green Zebra • მწვანე ზებრა
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/19
    დაბრუნება
    • 13/01/19