national delicacy

სვანეთი - ძველით ახალ წელს - ZooM

  • ID: 47594
  • ნახვები: 4914
complogo
მოლაშქრეთა კლუბი "ზუმი" / ZooM Hiking
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/19
    დაბრუნება
    • 13/01/19
დამატებითი ინფორმაცია

თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს! 
"კოშკების ქვეყანა" – ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და ნამდვილი ტრადიციებით. 
საოცარი მხარე, ამაყი, დაუმორჩულებელი, მიუწვდომელი, ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო. 
ადგილი სადაც ერთხელ უნდა წახვიდე და მერე ათასჯერ მაინც დაბრუნდე. 
დიახ, ეს - სვანეთია ძველით ახალ წელს ZooM-თან ერთად ❤

 ყველამ ჩაინიშნეთ ეს თარიღი თქვენს კალენდარში: 
12 - 13 - 14 იანვარი, სამი დაუვიწყარი დღე თქვენს განკარგულებაში 

 დღე 1: 
01:00 ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან და გავდივართ.
გზად მოვინახულებთ ამიერკავკასიაში უდიდეს, ენგურის ჰიდროელექტროსადგურს.
სოფელ ლატალში მოვილოცავთ მაცხოვრის სახელობის ეკლესიას.
11:00 ჩავალთ მესტიაში, მოვეწყობით სასტუმროში. 
მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
საღამოს ხერგიანების და მარგიანების მუზეუმი. თავისუფალი დრო და ღამის დათოვლილ მესტიაში გასერნება ♥ 

 დღე 2 :
 ავდივართ თეთნულდის სამთო სათხილამურო კურორტზე 
მთელი დღე სასრიალოდ 
 ვტკბებით ულამაზესი ხედებით, ვიღებთ ფოტოებს. 
 საღამოს კი ყველანი ერთად ვაგემოვნებთ სვანურ ტრადიციულ სამზარეულოს

დღე 3:
 ავდივართ ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე და ვსრიალებთ მთელი დღე 
 უშბის ფონზე ვიღებთ ფოტოებს ვტკბებით ულამაზესი ხედებით მესტიაზე.
 დაბრუნება სასტუმროში და 16:00-ზე გამომგზავრება.
 დაახლოვებით 23:30 საათისთვის ვიქნებით თბილისში.

 ტურის ღირებულება 130 ლარი 

ღირებულებაში შედის :
 კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა
 ღამისთევა საოჯახო სასტუმროში (2 ღამე)
 ტრანსპორტირება დელიკებით თეთნულდზე
 ფოტო გადაღება
 გამყოლი/გიდი

ღირებულებაში არ შედის:
 კვება
 მუზეუმებში შესვლის გადასახადი, 
 მესტიის მუზეუმი 7 ლარი, სტუდენტებისთვის 1 ლარი.
 ხერგიანების მუზეუმი 5 ლარი
 მარგიანების მუზეუმი 5 ლარი

 მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში: მოლაშქრეთა კლუბი "ზუმი" / Hiking Club "ZooM"
 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე :
 598 25 26 02 ზურა
 598 42 98 55 მინდია 

გაითვალისწინეთ:
 თანხა ირიცხება წინასწარ საბანკო ანგარიშზე:
 GE34BG0000000690966700GEL
მიმღები: მინდია ლომიძე
 დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, სვანეთი
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 43001041741
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
 ბოლო ვადა: 8 იანვარი, სამშაბათი, საღამოს 18:00 საათამდე.
 ჩარიცხვამდე მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ ნომერზე: 598 42 98 55 მინდია.
 P.S 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება ⚠

სიახლეების მისაებათ ეწვიეთ ივენთს: სვანეთი - ძველით ახალ წელს - ZooM

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე130.00
მოლაშქრეთა კლუბი "ზუმი" / ZooM Hiking
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 12/01/19
    დაბრუნება
    • 13/01/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა