შეხვდით ახალ წელს სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? წამო ჩვენთან ერთად და შეხვდი ახალ წელს, შობას და ძველით ახალ წელს სვანეთში ????????????????
???? იმოგზაურეთ მხოლოდ !
შეკრების ადგილი: ველოსიპედების ძეგლი, რუსთაველი.
შეკრების დრო - 01:00 საათი
პირველი დღე: თბილისი მესტია 470 კმ.
????პირველ დღეს სანახავი ობიექტები: ენგურის ხეობა ხაიში მესტია ხერგიანების სახლ-მუზეუმი
???? 00:30 საათზე შეკრება სასტუმრო რედისონთან
???? 01:00 გასვლა მესტიის მიმართულებით
???? 12:00 მესტიაში განთავსება სასტუმროში
???? 14:00 ხერგიანების სახლ - მუზეუმი
???? 15:00 ჰაწვალი
???? 18:00 მესტიის დათვალიერება, მჟავე წყლები, მესტიის საკათედრო ტაძარი
????21:00 საახალწლო ღონისძიება მესტიის ცენტრში
????23:00 საახალწლო ვახშამი ბუხართან სასტუმროში.
მეორე დღე: მესტია ჰაწვალი - თეთნულდი მესტია 47 კმ
მეორე დღე დაეთმობა სამთო სათხილამურო კურორტებს ჰაწვალსა და თეთნულდს. ჰაწვალზე საბაგირო ადის მესტიიდან. თეთნულდზე გამგზავრების მსურველები ვქირაობთ დელიკებს.
მესამე დღე: მესტია თბილისი 470 კმ.
????მესამე დღეს სანახავი ობიექტები: ჰაწვალი მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი ენგურჰესი დადიანების სასახლე
???? 10:00 მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
????12:00 ჰაწვალი
????გამომგზავრება თბილისში
???? ტრანსპორტირება მიკროავტობუსით
???? საოჯახო სასტუმრო
???? გიდი
???? მუზეუმების მოსაკრებელი.
???? დელიკების მომსახურება თეთნულდზე 15-
????საახალწლო ვახშამი სასტუმროში
--------------------------------------------------------------------------
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში და ძალიან მალე გიპასუხებთ⏳
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.