national delicacy

მოირონინე თოვლიანი გომისმთა 22-23 დეკემბერს

  • ID: 47531
  • ნახვები: 3132
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/12/18
    დაბრუნება
    • 23/12/18
დამატებითი ინფორმაცია

22-23 დეკემბერს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ უსპეტაკეს 2 დღიან ტურს თოვლიან გომის მთაზე ♥ ასე რომ მოემზადეთ ღრუბლებს ზემოთ მოგზაურობისთვის ♥ 

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 03:45 სთ
გასვლა: 04:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:
ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს ♥
კურორტი გომის მთა ♥ 

ტურის აღწერა:
მიკროავტობუსი მიგვიყვანს საჭვეთამდე,საიდანაც დავიწყებთ ფეხტურს გომის მთის მიმართულებით,ფეხით გასავლელი მანძილი 11 კმ. (თუ სურვილი გექნებათ შესაძლოა დელიკის დაქირავება რომელიც გაგვატარებს პლიუს 3 კმ-ს... ფასი კაცზე 5 ლარი) გზა იქნება თოვლიანი, საჭიროა გამაშები,წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და შარვალი...გამოსაცვლელები...მზისგან დამცავი კრემი, ხელთათმანი და ქუდი... სალაშქრო ჯოხი ;) სავარაუდო ასვლის დრო 6 სთ. ასვლის შემდეგ დავბანაკდებით კოტეჯში,რომელშიც გვექნება ელექტრო ენერგია ;) ცეცხლი და ნავთი :) კოტეჯში 8 საწოლია და თითოზე ორის განთავსებაა შესაძლო,თუ ვიქნებით 20 წამსვლელი მაშინ 4-ს მოუწევს საგებელზე წოლა საძილეთი ;) დანარჩენი გართობა არაამქვეყნიურ ადგილას ღრუბლებს ზემოთ ჩვენზეა,მითუმეტეს ზამთარში გომის მთის ხილვა ბევრს არ ღირსებია ♥
რონინი გისურვებთ წარმატებულ ლაშქრობას...

მარშრუტის სირთულე:
საშუალო

ფეხით გასავლელი მანძილი :
11 კმ. (ერთი გზა)
თუ დელიკას დავიქირავებთ
8 კმ. (ერთი გზა)
თუ ნაკლები თოვლი დაგვხვდა კმ შემცირდება კიდევ.



ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 75 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
ღამისთევა კოტეჯში 


ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 


რა ჩავიცვა?!
თოვლისთვის შესაბამისი სამოსი.
წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, ქურთუკი, შარვალი. წამოიღეთ გამაშები და გამოსაცვლელი.

აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე75.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/12/18
    დაბრუნება
    • 23/12/18