შეხვდი ახალ წელს სვანეთში
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დაუვიწყარი ახალი წელი ახალ მეგობრებთან ერთად
თოვლის, თხილამურების და თავგადასავლების მოყვარულებო
გთავაზობთ 3 დღიან საახალწლო ტურს სვანეთში
1 დღე
ენგურის წყალსაცავი
სასტუმროში დაბინავება (საოჯახო ტიპის სასტუმრო მესტიაში)
13:00 საათზე საბაგიროთი ავალთ ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე და ვისრიალებთ
საღამოს მოვამზადებთ საახაწლო სუფრას და შევხვდებით ახალწელს ერთად
დავესწრებით მესტიაში დაგეგმილ კონცერტს
2 დღე
09:00 შეკრება
წმ. გიორგის სახელობის ეკლესია
მჟავე წყლები
ავალთ ჰაწვალის სამთო სათხილამურო კურორტზე და ვისრიალებთ
საღამოს გავისეირნებთ მესტიის ქუჩებში
3 დღე
მ.ხერგიანის სახლ-მუზეუმი
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
სოფელი ბეჩო
სოფელი ლატალი (ლატალის იოანა წინასწარმეტყველის ეკლესია)
ზუგდიდი (დადიანების სასახლე)
დაბრუნება თბილისში 00:00 საათზე
ტრანსპორტირება (მერსედესის კომფორტული მიკრო ავტობუსით)
გიდი
თარჯიმანი (სურვილისამებრ)
სასტუმროში განთავსება (2 ღამის საფასური)
ხაჭაპური
ლობიანი
ტკბილეული
ყავა
ჩაი
ფოტოგადაღება
მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესვლის
ჰაწვალზე საბაგიროთი ასვლის
კვება
შეკრებისა და გასვლის ადგილი
ტურზე ვეწერებით წინასწარ
ტურზე უარის თქმის ან გაცდენის შემთხვევაში დარიცხული თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ რათა ტური არ ჩაისალოს
ტურის დასაჯავშნად მოგვწერეთ ფეიცბუქზე Traveler Club Utah
თანხას ვრიცხავთ ანგარიშის ნომერზე
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.