national delicacy

გიორგობა - შავნაბადა, წვერი, უძო, ალგეთი ამლევი

  • ID: 46983
  • ნახვები: 3528
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 23/11/18
დამატებითი ინფორმაცია

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს ბილიკებზე" ქვემო ქართლში გთავაზობთ 1 დღიან ტურს, რომლის ფარგლებშიც მოვილოცავთ წმინდა გიორგის სახელობის ცნობილსა და სახელგანთქმულ სალოცავებს.

1. შავნაბადის მონასტერი - დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
2. ალგეთის წყალსაცავი.
3. ამლევის კომპლექსი: ციხე (მე-15-16 სს.), კოშკი (მე-14-18 სს.) და ეკლესია (მე-14-18 სს.).
4. წვერის წმინდა გიორგი.
5. უძო - წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები.

ტურის შემდეგ გვექნება დრო, რომ შევარჩიოთ ადგილი, დავანთოთ კოცონი და ერთად აღვნიშნოთ გიორგობის ბრწყინვალე და ქართველთათვის მეტად საყვარელი დღესასწაული.

✔ 23 ნოემბერი, პარასკევი (ოფიციალური დასვენების დღე).
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3კმ. მარტივი.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. შავნაბადის მონასტერი - 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს. 

2. ალგეთის წყალსაცავი - წყალი გამოიყენება საირიგაციოდ — ტბისი-კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას და სხვა. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის მე-5-6 საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.

3. ამლევის კომპლექსი: ციხე (მე-15-16 სს.), კოშკი (მე-14-18 სს.) და ეკლესია (მე-14-18 სს.). კომპლექსი აგებული ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას. მოიცავს მთავარ ეკლესიას, გალავანს, საცხოვრებელ სასახლეს, სამრეკლო კოშკს. დასავლეთის კედელზე არსებული მხედრული წარწერის მიხედვით ტაძარი აგებულია 1683 წელს, პაპუნა გოსტაშაბიშვილის მიერ. მოცულობიდან გამომდინარე კომპლექსი ადგილობრივი ფეოდალის ციხე-დარბაზს წარმოადგენდა. სავარაუდოა, რომ ამჟამინდელი ეკლესია აგებულია ძველი ეკლესიის ადგილზე, ამაზე მეტყველებს მის გარშემო მიმაფანტული ქვები. რაც შეეხება უშუალოდ ეკლესიას იგი ნაგებია სწორად გათლილი მოწითალო-მოყვითალო ალგეთის ქვებით. მხატვრულად არსი გაფორმებული აღმოსავლეთის ფასადი, სადაც გამოსახულია დიდი ჯვარი. აღსანიშნავია სარკმელის გაფორმებაც. ტაძარს ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერში მხატვრობის კვალი არ შეიმჩნევა. გადახურულია კრამიტით. ტაძარში არის თანადროული ქვის კანკელი.

4. წვერის წმინდა გიორგი - დარბაზული ეკლესია მაღალ, კლდოვან კონცხზე დგას. ამ ადგილიდან ლამაზი სანახაობა იშლება. კედლებზე შემორჩენილია ფრესკა. ეკლესიის აგების ზუსტი თარიღი უცნობია.

5. უძო - წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, შუა საუკუნეები. მდებარეობს თრიალეთის ქედზე, ზღვის დონიდან 1420 მ-ზე, საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება. არქიტექტორულად დარბაზული ტიპისაა. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ეკლესია უშვილო (უძ-ე-ო) კაცს აუშენებია და შევედრებია უფალს შვილი მომეციო. მისი სათხოვარი შესრულებულა.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/18
    დაბრუნება
    • 23/11/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა