national delicacy

მოირონინე ვარძია, ვანის ქვაბები, საროს ციხეები და ხერთვისის ციხე

  • ID: 46562
  • ნახვები: 6587
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯავახეთში.

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 06:30 სთ. 
გასვლა: 07:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

1. საროს ანტიკური ხანის ციხეები (ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) 
2. საროს მთავარანგელოზთა ეკლესია (VII-VIII სს)
3. ხერთვისის ციხე (შუა საუკუნეების ციხესიმაგრე)
4. წუნდის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XII-XIII სს)
5. ვანის ქვაბები (VIII-XVI სს) (სავარაუდოდ აკრძალულია შესვლა, მაგრამ ვნახავთ ახლოდან)
6. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი (X-XII სს)
თუ დრო დაგვრჩა:
7. ჭაჭკარი — ისტორიული სოფელი ვარძიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება.


მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
2-3 კმ. 



ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 25 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)


რა ჩავიცვა?!
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;) 



აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი