national delicacy

ბოდბე სიღნაღი, მარტყოფი, ნინოწმინდა, მანავი

  • ID: 46553
  • ნახვები: 7840
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/11/18
    დაბრუნება
    • 10/11/18
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან კახეთის ტურს.

1. მარტყოფის ღვთაების მონასტერი, მე-6 საუკუნე. დააარსა ანტონ მარტყოფელმა, ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან. 
2. მამა ანტონის სვეტი. აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.
3. ნინოწმინდის მონასტერი, მე-5-18 საუკუნეები.
4. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, მე-18 საუკუნე.
5. მანავის ციხე, მე-10-18 საუკუნეები.
6. ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 საუკუნეები.
7. ბოდბის წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის მიხედვით, ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს.
8. ღამის სიღნაღი.

✔ 10 ნოემბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 24 ლარი.

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან.
გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 3კმ. მარტივი.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. მარტყოფის ღვთაების მონასტერი, მე-6 საუკუნე. დააარსა ანტონ მარტყოფელმა, ერთ-ერთმა ცამეტ ასურელ მამათაგან. ქართული წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს მე-6 საუკუნემდე აკრიანი - ქვიანი ადგილი - რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. იგივე ცნობა დაცული აქვს პალტონ იოსელიანსაც. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, ანტონ მარტყოფელი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა სახელწოდებად მარტყოფი მიიღო. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოყვა. ღვთაების მონასტერი სასტიკად აოხრდა თემურ ლენგის 1395 წ. შემოსევის დროს. მაშინ დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანტონ მარტყოფელმა ედესიდან ჩამოაბრძანა და რომლის სახელიდანაც წარმოდგა მონასტრის სახელწოდება - ღვთაების მონასტერი. მარტყოფის ღვთაების მონასტერი მოქმედებდა 1934 წლამდე. შემდეგ ის კომუნისტებმა გააუქმეს. XX ს. 50-60-იან წლებში მონასტერში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად აქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული. მონასტრის ისტორიის ტრაგიკულ ფურცლებში განსაკუთრებულია 1918 წ. 26 აგვისტოს ღამე, როდესაც აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II.ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში ანტონ მარტყოფლის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში შემორჩენილია საძვალე.

2. მამა ანტონის სვეტი. აქ გაატარა მამა ანტონმა სიცოცხლის ბოლო 15 წელი.

3. ნინოწმინდის მონასტერი, მე-5-18 საუკუნეები. ნინოწმინდის მონასტერი - მდებარეობს გარე კახეთში, იგი დაარსებულია მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ. სახელწოდება ნინოწმინდა საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს სახელთანაა დაკავშირებული. აქ წმინდა ნინო შემობრძანდა კაწარეთიდან და იქადაგა ქრისტიანობა, შემდეგ გაემგზევრა შუა კახეთში საქადაგებლად, სადაც აღესრულა და განისვენებს (ბოდბე). მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გუმბათიანი ტაძარი ააგებინა, რომელსაც ჯვრის ფორმა აქვს და არქიტექტურული თვალსაზრისით ანალოგი არ მოეძებნება. ტაძარი მრავალგზის დანგრეულა და აღდგენილა. 1750 წელს ეკლესიის ძველი გუმბათი ახლით შეუცვლიათ. ამ გუმბათის შესახებ ერეკლე II-ს მშენებლისთვის ასე უთქვამს, რომ ეკლესია შენ დაგინგრევია და არა აგიშენებია, საპალნე დიდი დაგიდგამს, ფეხები გამოგიცლიაო. მეფის სიტყვები მალე აღსრულებულა. 1824 წელს მიწისძვრის შედეგად ეკლესიის კედლებმა გუმბათის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩამოიქცა. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი, რომელიც ეკლესიის მესამედს შეადგენს საკურთხეველში შემონახულია მე-18 საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა მთავარანგელოზებთან ერთად და მოციქულთა ფრესკები. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია ხუცური და ლათინური წარწერები. ტაძრის ეზო გარშემორტყმულია მე-18 საუკუნის მაღალი კოშკებიანი გალავნით. ეზოში მე-16 საუკუნის მაღალი სამრეკლოა. მე-18 საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა სამრეკლოს მიაშენა ორსართულიანი საეპისკოპოსო სახლი, სადაც ამჟამად განთავსებულია საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს დედათა მონასტერი.

4. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, მე-18 საუკუნე. მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა: „„დროსა ... მეფის ირაკლი მეორისას, მოწყალებით ქრისტე ღმრთისად, აღუაშენე დედისა, ღმრთისა შობისა წმინდა ეკლესია მრავალ მთის მონასტრის ... ადგილს შინა, ნათლიმცემლის არხიმანდრიტმან მეფისა ... ქრისტეს აქეთ ჩღ(დ) და ქართულისა ქორონიკონსა უპბ“. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი. ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.

5. მანავის ციხე, მე-10-18 საუკუნეები. ძველი სამშენებლო ფენა მე-10-11 საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი - მე-16-18 საუკუნეებს. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ეკვრის ქვედაციხე. ციხესიმაგრის შუაში ჯგუფად დგას სამი ეკლესია, ციხის ქვემოთ რიყისა და შირიმის ქვით ნაგები მცირე ზომის ეკლესიაა. იგი აუშენებია დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფრემს (1794). შიგა სივრცის მიხედვით ეკლესია დარბაზულია, მაგრამ დაგვირგვინებულია აგურით ამოყვანილი გუმბათით, რომელიც აფრებით ეყრდნობა საბჯენ და კონქის თაღებს.

6. ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, მე-4-9 საუკუნეები. წმინდა ნინოს დროიდან მოკიდებული ბოდბის მონასტერი ქართველ მეფეთა და დიდებულთა უპირველესი ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა გაამშვენა და გააფართოვა ტაძარი, ხოლო სამნავიანი ბაზილიკის სახე მან მე-8-9 საუკუნეებში მიიღო. მე-12 საუკუნეში, დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფობის ხანაში, კიდევ ერთხელ შეიმკო წმიდა ნინოს განსასვენებლი. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეთ მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი, თუმცა ისიც არა უვნებლად. შუა საუკუნეებში ამ ტაძარში იკურთხებოდნენ კახთა მეფეები. სხვათა შორის, ბოდბის ტაძარში თეიმურაზ I-ის აღსაყდრებას თავად შაჰ-აბასიც კი დასწრებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რამდენიმე წლის შემდეგ იავარეყო მონასტერი, რომლის აღდგენასაც შემდგომ დიდი ღვაწლი თავად მეფე თეიმურაზ I-მა დასდო. 1862 წელს, დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს მღვდელმონაზონ ნიკოლოზ მიქელაძის წინამძღვრობისას დასრულდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ეგზარქოსების მიერ დაუმსახურებლად მივიწყებულ და უპატრონოდ დარჩენილ სავანეს დიდი ამაგი დასდო ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა. მან წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. მისივე დაუღალავი მოღვაწეობით შემზადდა ნიადაგი აქ დედათა მონასტრის გახსნისათვის.

7. ბოდბის წმიდა ნინოს წყარო. გადმოცემის მიხედვით, ის წმინდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა და დღემდე მაკურნებელი ძალა აქვს. აქვეა წმინდა ნინოს მშობელთა, ზაბულონისა და სოსანას სახელობის პატარა ტაძარი. 

8. ღამის სიღნაღი (თურქ. sığınak, თავშესაფარი). სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის მიწურულ ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული. სიღნაღის რაიონის ტერიტორია ადრე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი, შემდეგ მას ჴიზიყს უწოდებდნენ. კამბეჩოვანი (კამბისენე ძველ ბერძნულ წყაროებში) ძველი წელთ. II-I საუკუნეებში შედიოდა იბერიის სამეფოს შემადგენლობაში. ახალ წელთაღირცხვაში მისი ცენტრი ქალაქი ხორნაბუჯი გახდა. სიღნაღს გარს აკრავს დიდი გალავანი 28 კოშკით, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ ლეკებისაგან დასაცავად ააგო. მისი სიგრძე დაახლოებით 4კილომეტრია. ქალაქი შემორჩენილია თითქმის იმავე სახით, როგორიც ის 200 წლის წინ იყო. დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. 2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე24.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/11/18
    დაბრუნება
    • 10/11/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა