ღვინის ტური კახეთში : კახეთი საქართველოს სავიზიტო ბარათია ! ღვინის დაყენება წლისაა, კახეთი ღვინის სამშობლოა !

ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID46512

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

თბილისიდან ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან აქამდე არნახულ ღვინის ტურს კახეთში, რა დროსაც თქვენ ნახავთ :

1. წინანდალში ესტუმრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, სადაც ნახავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ჩამოსხმული ღვინის საცავს და შესაძლებელია მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !

2. ყვარელში ესტუმრებით ქინძმარაულის ღვინის ქარხანას, სადაც შესაძლებელია მიირთვათ ქართულ ქვევრებში დაყენებული ქინძმარაულის, მუკუზანის და სხვა ალაზნის ველზე მოყვანილი უნიკალური ჯიშის ყურძნისგან დაყენებული სამკურნალო და სიცოცხლის გამახანგრძივებელი ღვინოები !

3. " მეღვინეობა ხარება " - კავკასიონის კლდეში ნაკვეთი ღვინის საცავი ! ამ შემთხვევაში შესაძლებელია განუსაზღვრელი რაოდენობით მიირთვათ საქართველოში მოყვანილი ყურძნის საუკეთესო ჯიშებისაგან ქვევრებში დაყენებული ღვინო ! რეკომენდირებულია 3 ლიტრი ღვინის დალევა, მაგრამ არაუმეტეს 5 ლიტრისა თვითოეულს

4. , თელავში ნახავთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ერეკლე მეორის განახლებულ სახლმუზეუმს !

5. ნახავთ. აეროპორტ " მიმინო " - ს , სადაც გადაღებულია ფილმი და

6. 900 წლის ჭადარს, სადაც ავტოინსპექტორმა " მიმინოს " ჩამოართვა ავტომანქანა და მართვის მოწმობა !

7. საოჯახო მარანში :

ა). შეგიძლიათ თავად მოადუღოთ თათარა, გაავლოთ ჩურჩხელები და მიირთვათ,

ბ) მიირთვათ მაჭარი.

გ) თონეში თავად დააკრათ და გამოაცხოთ კახური შოთი პური,

დ) თავად შევწვათ მწვადები შამფურზე და ბოლოს

ე). თქვენი ხელით მომზადებული ყველაფერი ნატურალური მიირთვათ კახურ ხაშლამასთან ერთად !

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.