national delicacy

მოირონინე დავით გარეჯი, ნინოწმინდა 17 ლარად

  • ID: 46456
  • ნახვები: 8307
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი 3 ნოემბერს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთში - დავით გარეჯისა და ნინოწმინის მოსანახულებლად.
♥ 

შეკრების ადგილი და დრო:
შეკრების დრო: 08:45 სთ
გასვლა: 09:00 სთ.
დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

1. ნინოწმინდის მონასტერი, ნინოწმინდის კომპლექსის მთავარი ნაგებობაა VI საუკუნის 50-75-იან წლებში უნდა იყოს აგებული - ესაა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ტაძრის აგება უკავშირდება იმ ადგილს, სადაც წმინდა ნინომ შეისვენა. მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ტაძარს თავისი კვალი დაატყო ამიტომ ტაძარი მრავალგზის გადაკეთებულია IX-XI, XIII-XIV, XVI საუკუნეებში.
2. დავითის ლავრა - დაარსებულია VI საუკუნის I ნახევარში დავით გარეჯელის მიერ. დავითის ლავრის არქიტექტურული ანსამბლი, მისი სამონასტრო მეურნეობა სხვადასხვა პერიოდის ნაგებობათაგან შედგება (VI-XVIII სს.)
4. აღდგომისა წამებული — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, გარეჯის მთის სერზე, დავითის ლავრასა და უდაბნოს მონასტერს შორის
5. უდაბნოს მონასტერი - გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს. 


მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
2-3 კმ. 



ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთნ დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 17 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)

ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად)


რა ჩავიცვა?!
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, მოსახერხებელი ტანსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის ;) 



აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე17.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/11/18
    დაბრუნება
    • 03/11/18
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა