,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს კახეთის ულამაზეს ტყეებში ჩაფლულ მონასტრებში.
1. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - მე-6-9 საუკუნეები.
2. სანაგირეს მონასტერი - მე-10-11 საუკუნეები.
3. ზეგაანის მონასტერი - მე-5-7 საუკუნეები.
4. გურჯაანის ყველაწმინდა - მე-8-9 საუკუნეები
5. ვეჯინის ლავრა (თუ დრო დაგვრჩა) - მე-9-15 საუკუნეები
✔ 27 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება:
ფეხით სასიარულო ჯამში (ორივე გზა)
1. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - 7კმ მარტივი სირთულის, თუმცა მიკროავტობუსმა შესაძლოა კიდევ შეგვიმციროს ეს მანძილი ან სულ ბოლომდეც მივიდეს.
⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ-დან.
გავდივართ 6:45 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
1. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - კომპლექსში შედის: სამეკლესიიანი ბაზილიკა (მე-6-7 საუკუნეები), ღვთისმშობლის გუმბათოვანი ეკლესია (მე-8-9 საუკუნეები), სამრეკლო, გალავანი და სხვა (გვიანი შუა საუკუნეები). მდებარეობს დაბურულ ტყეში, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 560 მეტრ სიმაღლეზე. სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის სამების ეკლესია, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები ალაზნის ველებსა და კავკასიონზე. ხალხური თქმულების თანახმად, თამარის მეფობის დროს, აქ მიუღია განათლება ქართველ პოეტ ჩახრუხაძეს. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება.
2. სანაგირეს მონასტერი - კომპლექსში შედის წმ. გიორგის სამნავიანი ბაზილიკა (მე-10-11 საუკუნეები), მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), სატრაპეზოს ნანგრევები და გალავანი. მდებარეობს ტყეში.
3. ზეგაანის მონასტერი - კომპლექსი მოიცავს მე-5 საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას, რომელიც მე-16 საუკუნეში მოიხატა, მე-6-7 საუკუნეების ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამეკლესიან ბაზილიკას, სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი. მდებარეობს ტყეში.
4. გურჯაანის ყველაწმინდა - მე-8-9 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. შიდა სივრცის გადაწყვეტის მიხედვით, ის სამნავიანი ბაზილიკაა, მაგრამ გუმბათოვანი გადახურვა აქვს. თანაც ტაძარს ერთის ნაცვლად ორი რვაწახნაგა გუმბათი (სავარაუდოდ განასახიერებს მაცხოვრის ორ ბუნებას) ადგას, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო ძეგლებისგანაც. ისტორიულად აქ ულოცია ქეთევან დედოფალს მე-17 საუკუნეში, სანამ გაემგზავრებოდა სპარსეთში შაჰ აბასის სამეფო კარისკენ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა და მოწამეობრივად აღესრულა შირაზში 1624 წელს.
5. ვეჯინის ლავრა (თუ დრო დაგვრჩა) - ვეჯინის ამაღლების ციხესიმაგრე მე-10-11 საუკუნების კახეთ-ჰერეთის მნიშვნელოვანი ძეგლია. კომპლექსში შედის კოშკი (მე-9-10 საუკუნეები), ღვთაების ამაღლების (მე-14-15 საუკუნეები) და წმინდა მარიამის (შუა საუკუნეები) ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი ორსართულიანი სამრეკლო (მე-15 საუკუნე). ამჟამად ამაღლების კომპლექსში დედათა და მამათა მოქმედი მონასტერია.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤
















