national delicacy

დმანისი (ზეზვა და მზია) ცურტავი, ქვეში, საკირე, ჭაპალა

  • ID: 46154
  • ნახვები: 7464
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/10/18
    დაბრუნება
    • 27/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ-შემეცნებით ტურს ქვემო ქართლში.

1. ჭაპალას ციხე - შუა საუკუნეები.
2. დმანისის ნაქალაქარი (ზეზვა და მზია) - ადრინდელი ბრინჯაოს ხანა.
3. საკირეს წითელი საყდარი, შუა საუკუნეები.
4. ცურტავის (თამარისი, ქოლაგირი) ქეთევან დედოფლის მონასტერი - მე-18-20 საუკუნები.
5. ქვეშის ციხე - მე-7 საუკუნე.

✔ 27 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო: ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში 4კმ მარტივი.

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ. გავდივართ 7:00 სთ. 
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
დმანისის მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: 3 ლ. გიდის მომსახურება - 25 ლ. მთლიან ჯგუფზე.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ჭაპალას ციხე - წყაროებში იხსენიება მე-17 საუკუნიდან და იგი ამ პერიოდში სოლოღაშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობის ნაშთები, წყლის საცავები. ერთ-ერთ კოშკში გაითხარა აბანო, რომელიც შედგებოდა რვაკუთხა თბილი და ცხელი განყოფილებისაგან, საცეცხლფარეშოსაგან და აუზისაგან. აბანოს შიგნით და გარეთ აღმოჩნდა სხვადასხვა ფერის სარკმლის მინის ნატეხები, მოჭიქული შორენკეცები; სადა კერამიკული ნატეხები და ერთი მოჭიქული ჭურჭელი არაბული წარწერით. მასალა თარიღდება მე-11-13 სს-ით და ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

2. დმანისის ნაქალაქარი (ზეზვა და მზია) - ტერიტორია ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ყოფილა დასახლებული. იგი მე-4-8 საუკუნეებში ქალაქის ტიპის მცირე დასახლებას, ხოლო განვითარებულ შუა საუკუნეებში სამეფო ქალაქს წარმოადგენდა. გათხრების შედეგად გამოვლენილია ქალაქის ჭიშკარი, ქუჩები, ზეთსახდელი, ბეღელი, მარნები, აბანოები, ტაძრები, ციხეები და ა.შ. საკათედრო ტაძარი დმანისის სიონი (მე-6-9 საუკუნეები) მრავალჯერ გადაუკეთებიათ. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია. იმას, რომ ტაძარი მოხატული ყოფილა, მოწმობს საკურთხეველში შემორჩენილი წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მე-13 საუკუნეში, ლაშა-გიორგის მეფობისას, ტაძრისთვის კარიბჭე მიუშენებიათ, მდიდრულად შემკული ჩუქურთმებითა და ბარელიეფებით. აქ განისვენებს წმ. მეფე ვახტანგ მესამე. დმანისშია სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი, რომელმაც განკურნა დავით მე-7 ულუს ძე გიორგი ბატონიშვილი. იგი საქართველოში ერთადერთი ხატია, რომელზედაც გამოსახულია სამეფო ინსიგნიები: სკიპტრა და არგანი.
„ადამიანი საქართველოდან“ - ასე უწუდებენ უცხოელი მეცნიერები ჰომო გეორგიკუსს. 2001 წელს საქართველოში თბილისიდან 80 კმ. დაშორებით, ქალაქ დმანისში, არქეოლოგიური სამყაროსთვის ახალი სენსაციური აღმოჩენა გაკეთდა. ახალი ჰომინიდი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ მისი გამოკვლევა აღმოჩენიდან ერთი წელი გაგრძელდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ეწოდა მას ჰომო გეორკუსი. ქართველმა მეცნიერებმა მათ ზეზვა და მზია უწოდეს. ახალი აღმოჩენილი ჰომინიდი 1 მილიონ 770 ათასი წლით დათარიღდა, მისი ასაკის მიხედვით დმანისელი ადამიანი ყველაზე ძველი ჰომოს წარმომადგენელია, რომელიც ცხოვრობდა აფრიკის გარეთ. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ აფრიკაში მცხოვრები ჰომინიდები კავკასიაში მიგრირებდნენ. ამ აღმოჩენებმა შეცვალა მყარად დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების პირველი განსახლების შესახებ და ევრაზიის კოლონიზაციის თარიღი ასობით ათასი წლით უკან გადასწია. დღეისათვის დმანისის ამ აღმოჩენებმა ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. 

3. საკირეს წითელი საყდარი - „ყიზილ-ქილისა“ წმ. დიმიტრი თესალონიკელის სახელობის შუა საუკუნეების ეკლესია.

4. ცურტავის (თამარისი, ქოლაგირი) ქეთევან დედოფლის მონასტერი - მე-18-20 საუკუნები. ისტორიული ცურტავის ეპარქია, რომელიც დამოუკიდებლად არსებობდა, თანამდეროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სიახლოვესაა. ისტორიულმა მოვლენამ ასახვა ჰპოვა იაკობ ხუცესის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში ,,წამებაი წმიდისა შუშანიკისი’’. სოფელ ცურტავში მდებარეობს ციხე-გალავანი ეკლესიით, რომელიც ქეთევან დედოფლის სახელობისაა. თავად ციხე საფორტიფიკაციო-თავდაცვითი მნიშვნელობისა იყო. აღნიშნული კომპლექსი თარიღდება მე-18 საუკუნის 90-იანი წლებით, 1788-1798 წლებს შორის. ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძარი ციხის თანადროულია, იგი დარბაზული ტიპისაა და წარმოადგენს საკულტო-თავდაცვითი დანიშნულების ნაგებობის საინტერესო სიმბოლოს. მისი კელდლები დასერილია სათოფურებით. ცურტავის ციხე განახლებულია (ან აგებულია ერეკლე მეორის მეუღლის დარეჯან დედოფლის დავალებით, რომელიც 1801 წელს რუსეთს წერდა,, ქოლაგირს ქვიტკირის დიდი ციხე და გალავანი ავაშენე’’. აღნიშნული კომპლექსის მსენებლობა უწარმოებია სტეფანე ხუროთმოძღვარს. სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებულია 1979 წელს რესტავრატორ ირა მოსულიშვილის მიერ.ციხე გალავნის მთელ პერიმეტრზე აღდგა ბურჯები, კიბეები, გადახურვები, ბუხრები, და ა.შ. აღდგენილია ასევე კარიბჭეები. ეკლესიაში დაგებულია იატაკი.

5. ქვეშის ციხე - ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო მე-7 საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც მე-9 საუკუნეში დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. მე-12 საუკუნის ბოლს განძასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმატებული ლაშქრობა განახორციელა თამარ მეფის პირველმა ქმარმა, გიორგი რუსმა, რომელთან ერთად იმყოფებოდა სამეფოს მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. სწორედ ამ ლაშქრობის შემდეგ თამარ მეფემ ქვეშის ციხე საგანმგებლოდ გადასცა საქართველოს მსახურთუხუცესს - ვარდან დადიანს და მის შვილს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/10/18
    დაბრუნება
    • 27/10/18