national delicacy

ტური კახეთში

  • ID: 45876
  • ნახვები: 7221
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/18
    დაბრუნება
    • 20/10/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია "Travel queen" გთავაზობთ ტურს კახეთის მიმართულებით

                                                                                           ტურის ჩატარების პერიოდი - 15/10/2018

1) ბოდბე-----წმ-ნინოს ეკლესია / წმ-ნინოს წყარო
2) სიღნაღი------სიყვარულის ქალაქი
3) ყვარელი----ილიას ტბა / ილია ჭავჭავაძის სახემწიფო მუზეუმი / ნეკრესი / გრემი
4) თელავი

1. ბოდბე-წმ-ნინოს ეკლესია - წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსი და საეპისკოპოსო ცენტრი, კახეთის მხარეში,
ქ. სიღნაღის მახლობლადაა აგებული. მდებარეობს თბილისიდან 115 კმ. დაშორებით. ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში.
 ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი 
წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში.
 წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა.
 მას შემდეგ ტაძარზე მუდამ ზრუნავდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები: ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში
 გააფართოვა და მოკაზმა ეკლესია; IX საუკუნეში მას დღევანდელი, სამნავიანი ეკლესიის სახე მიეცა; 
XII საუკუნეშე დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე I-მა კვლავ განაახლა მოციქულთა სწორის განსასვენებელი; 
XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი თეიმურაზ I-მა აღადგინა.

 

 

2. წმ-ნინოს წყარო -  წმ ნინოს მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს “წმინდა ნინოს წყაროს” უწოდებენ. 
გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამბობენ, რომ მას ნაკურთხი წყლის ძალა აქვს.
 ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა.
 წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

 

 

3. სიღნაღი - სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს,
 როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, 
ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს 
ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს
 ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. თუმცა არქეოლოგიური გამოკვლევიბით
 დგინდება, რომ ეს არეალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჯერ კიდევ პალეოლითური, ნეოლითური და ბრინჯაოს ხანებიდან მოყოლებული.

 


4. ილიას ტბა - მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარლის რაიონში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის 
უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო 
მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი შენდება ახალი სასტუმრო. 
ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარელის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 
და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებენ ადგილად იქცა.

 

 

5. ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი - სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს ცნობილი ქართველი მწერლისა
 და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის (1837-1907) საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო
 დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა მემორიალური ნივთები, ილიას ხელნაწერები,
 მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების კომპლექტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, XVIII-XIX სს. იარაღი, 
ავეჯი, ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეთა ხელნაწერები, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი 
ფერწერული ნამუშევრები, მდიდარი ფოტომასალა და საარქივო დოკუმენტები, ილიას თხზულებათა გამოცემები
 სხვადასხვა ენაზე.

 

6. ნეკრესი - დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. მე-2-1 სს.). მე-4 საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო 
ეკლესია, სადაც მე-6 საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. ერთადერთი ასურელი მამა, რომელიც აწამეს. 
ნეკრესში არის რამოდენიმე ხუროთმოძღვრების ძეგლი: მე-4 ს. ბაზილიკა, მე-7 ს. სამნავიანი ბაზილიკა, მე-8-9 ს.
 გუმბათოვანი ეკლესია, მე-16 ს. კოშკი და ა.შ. 

 

 

7. გრემი მე-15 ს. - ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა, ცენტრალურსა და მთავარს წარმოადგენდა ციტადელი,
 მთავარანგელოზის ეკლესიის ანსამბლი. მის აღმოსავლეთით მდებარეობდა მეფეთა და ქართველ დიდებულთა
 საცხოვრებელი უბანი, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი სავაჭრო უბანი იყო. 1466 წლიდან იგი კახეთის
 სამეფოს დედაქალაქი გახდა. გრემში კულტურულ _ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე,
 ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვანი. 1614-1616 წლებში შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შედეგად
 გრემი გაპარტახდა.

 

 

ტურის ღირებულებაში არ შედის: 

- ილია ჭავჭავაძის მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისთვის - 2 ლ.,
 სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის - 1 ლ. გიდის მომსახურება - 5 ლ.

- გრემის მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: 3 ლ.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

ტური დაიწყება დილის 8:30 საათზე / გასვლა : კოტე აფხაზის #9 ( ყოფილი ლესელიძის ქუჩა)  

  • დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 551 17 44 00  /  514 00 02 51
     

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/10/18
    დაბრუნება
    • 20/10/18