გურჯაანის ღვინის ფესტივალი
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
???? " საქართველო - ღვინის აკვანი" ????
გურჯაანის ღვინის ფესტივალი ???? ???? ????
ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის ჩვენი პატარა ქვეყანა ასეთი პოპულარული, მიმზიდველი და მადისაღმძვრელი მსოფლიო მასშტაბით, არის სწორედ ქართული ღვინო. ????????????
სასმელი, რომლის მრავალფეროვნება, ფერი და გემო აღაფრთოვანებს ყველას, განურჩევლად სქესის, ეროვნებისა თუ ასაკისა...
თქვენ გაქვთ შანსი, დააგემოვნოთ დიდი და მცირე მეღვინეობების მიერ წარმოებული 100-ზე მეტი დასახელების ქვევრის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ????????????????????
???? ფესტივალზე თქვენ გელოდებათ:
???? საუკეთესო კახური და ევროპული ღვინოების დაგემოვნება და შეძენის შესაძლებლობა ხელმისაწვდომ ფასად;
???????? ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები;
სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები;
???? ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები;
????????სახალისო შეჯიბრებები და გათამაშებები და სხვა მრავალი ღონისძიება.
???????? არ გამოტოვოთ ქართული ღვინის ზეიმი, რომელიც კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგანახვებთ საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას. ????????
???? თბილისი, პ. მელიქიშვილის 1/6
????
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.