national delicacy

წინანდალი, ერეკლეს სასახლე, შუამთა, აკურა და ა.შ.

  • ID: 45721
  • ნახვები: 11590
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/18
    დაბრუნება
    • 14/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ-შემეცნებით ტურს კახეთში, თელავის რაიონში. 

1. ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 საუკუნეები
2. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 საუკუნე
3. თელავის ღვთაების ეკლესია, მე-5-6 საუკუნეები
4. თელავის ისტორიული მუზეუმი (ერეკლეს სასახლე, ბატონის ციხე)
5. კონდოლის ნათლისმცემელი, მე-6 საუკუნე
6. აკურას მამადავითი, მე-9 საუკუნე
7. წინანდლი - სამუზეუმო კომპლექსი

სიურპრიზად კი დამატებით კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ადგილს განახებთ ❤

✔ 14 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება:

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ-დან.
გავდივართ 6:45 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
???? მგზავრობა მიკროავტობუსით 
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
- ერეკლეს სასახლის ბილეთი:
მოსწავლე-სტუდენტი . ზრდასრული ადამიანი - . ექსკურსიამძღოლის მომსახურება -

- წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბილეთი 
. ვისაც მხოლოდ სასახლის ეზოს დათვალიერება სურს მათთვის გადასახდელი იქნება მხოლოდ .

ორივე სასახლეში მოქმედებს ფასდაკლება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? ანი

???? ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 საუკუნეები - სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის და მცირე გუმბათოვანი ეკლესიები. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ.

2. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 საუკუნე - ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. იგი დააარსა კახეთის მეფის ლევანის მეუღლე თინათინმა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და იქვეა დაკრძალული.

3. თელავის ღვთაების ეკლესია, მე-5-6 საუკუნეები

4. თელავის მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (მე-18 საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო, სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა და ხევსურული სამოსელის კოლექციები.

5. კონდოლის ნათლისმცემელი (თუ დრო დაგვრჩა) - მე-6 საუკუნის ბაზილიკა. ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი გრძელი, ვიწრო შენობაა. შედგება სამი ნავისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გაყოფილია ორი წყვილი სვეტით. რესტავრაცია მოხდა მე-19 საუკუნეში.

6. აკურას მამადავითი - სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც თავის მამულში დააარსა იერუსალიმიდან დაბრუნებულმა წმ. ილარიონ ქართველმა მე-9 საუკუნეში. აკურის ყმა-მამულის დიდი ნაწილი დავითგარეჯის მონასტრის საკუთრება ყოფილა და საკათალიკოსო მამულების გუჯრებშიც მოიხსენიება. ეს კუთვნილება მე-16 საუკუნიდან, კახეთის ცალკე სამეფოს წარმოქმნისას, რამდენჯერმე შეიცვალა.

7. წინანდლი - სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის, ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის მარანი, დააგემოვნოთ ქართული ღვინოები. წინანდალი მე-19 საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო. აქ იმართებოდა მრავალი გამოფენა, კონცერტი, ლიტერატურული ღონისძიება და საღამო. დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. აქ ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი მასში თვალდახუჭული გაივლის, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/10/18
    დაბრუნება
    • 14/10/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა