კახეთის ტური მაისი შაბათი- მაისი კვირა. სიღნაღი-ბოდბე წმინდა ნინოს მონასტერი-ნეკრესის მონასტერი-გრემის მონასტერი.
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მიმართულება: თბილისი-სიღნაღი-ბოდბე-ნეკრესისი მონასტერი-თბილისი.
ტურის დაწყვება თბილისი 08:00 სთ, ვარდების მოედანი ველოსიპედის ძეგლიდან.
• ტიპი: კულტურულ შემეცნებითი;
• საუკეთესო პერიოდი გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომა;
########################
• მოსანახულებელი ობიექტები;
• სიყვარულის ქალაქი სიღნაღი,
• ბოდბე წმინდა ნინოს მონასტერი რომელიც მდებარეობს 2კმ მოშორებით სიღნაღიდან ულამაზეს ადგილას.
• ნეკრესის მონასტერი რომელიც აგებულია მთის ფერდობზე , საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი განსაკუთრებით თვალწარმტაცია გაზაფხულით როდესაც ბუნება იღვიძებს.
• გრემის მონასტერი.
• ტურის დაგეგმვა და ორგანიზება შესაძლებელია ასევე თქვენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერი რაოდენობის მგზავრებისათვის, როგორც საკუთარი მოქალაქეების ასევე ტურისტებისათვის.
#######################
• ტრანსპორტირება vip klasis მიკროავტობუსით ან მინივენით.
• მინერალური წყალი
• ტკბილეული მგზავრობისას.
• კვება, საკვები მიგვაქვს ინდივიდუალურად.
• მგზავრობისას მოწევა და ალკოჰოლური სასმელბის მიღება აკრძალულია
• ტურის დაწყებამდე დაგვიანების შემთხვევაში ველოდებით 15 წთ
• ჩარიხული თანხა ტურის დაწყებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ დაბრუნდება რათა ტური შედგეს.
ტელ; ლევანი
l.
ტურ ოპერატორი:
======================================
პოზიტიურ დღეს და ხალისიან მოგზაურობას გისრვებთ!
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.