national delicacy

ალავერდი, იყალთო, შუამთა, უჯარმა ბოჭორმა

  • ID: 45504
  • ნახვები: 11603
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/10/18
    დაბრუნება
    • 07/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან კახეთის ტურს.

1. უჯარმის ციხე–ქალაქი, მე-3-4 საუკუნე
2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები
3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები
4. ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 საუკუნეები
5. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 საუკუნე
6. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 საუკუნე, უშვილოთა შემწე

✔ 7 ოქტომბერი, კვირა.
✔ ტურის ღირებულება: 21 ლარი

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან.
გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო გვაქვს მხოლოდ ბოჭორმაში ჯამში 3.5კმ. ტყის ბილიკზე.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
უჯარმის ბილეთის საფასური 2 ლარი.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. უჯარმის ციხე–ქალაქი, მე-3-4 საუკუნე - აშენების პერიოდად III-IV საუკუნეთა მიჯნა, ასფაგურის მეფობის პერიოდი მიიჩნევა. გამშვენება-განმტკიცებაზე ზრუნავდნენ ვახტანგ გორგასალი და დაჩი. მას შემდეგ, რაც ვახტანგმა V საუკუნის მეორე ნახევარში უჯარმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია, ციხე-ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიაში. სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“.
2. ალავერდის მონასტერი, მე-6-11 საუკუნეები - VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა ასურელ მამათაგანმა. დღეს არსებული ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. მას შემდეგ იგი საეპისკოპოსო ცენტრი, ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია და კახეთის სამეფო სახლის საძვალე გახდა. ალავერდის საკათედრო ტაძარი ბოჭორმის წმ. გიორგის სახელობისაა, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია და სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
3. იყალთოს მონასტერი, მე-6-12 საუკუნეები - დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. არსენ იყალთოელს XI-XII საუკუნეებში აქ აკადემია დაუარსებია. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების მთავარი ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი), VI საუკუნის სამების მცირე ეკლესია, ყველაწმიდის XII-XIII საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია და აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.
4. ძველი შუამთის მონასტერი, მე-5-7 საუკუნეები - სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის და მცირე გუმბათოვანი ეკლესიები. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ.
5. ახალი შუამთის მონასტერი, მე-16 საუკუნე - ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. იგი დააარსა კახეთის მეფის ლევანის მეუღლე თინათინმა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და იქვეა დაკრძალული.
6. ბოჭორმის ციხე და წმ.გიორგის ეკლესია, მე-10 საუკუნე - X საუკუნეში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი და კახეთის პოლიტიკური ცენტრი იყო უჯარმის შემდეგ. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, იგი უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა, ბოლოს კი ბოჭორმა დაერქვა. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე21.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/10/18
    დაბრუნება
    • 07/10/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა