სვანეთი - შემოდგომის ფერებში - ZooM
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს!
"კოშკების ქვეყანა" – ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და ნამდვილი ტრადიციებით.
საოცარი მხარე, ამაყი, დაუმორჩულებელი, მიმზიდველი, მიუწვდომელი, ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო.
ადგილი სადაც ერთხელ უნდა წახვიდე და მერე ათასჯერ მაინც დაბრუნდე.
დიახ, ეს - სვანეთია შემოდგომის ფერებში ZooM-თან ერთად
დღე 1:
01:00 ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან და გავდივართ.
გზად მოვინახულებთ ამიერკავკასიაში უდიდეს, ენგურის ჰიდროელექტროსადგურს.
სოფელ ლატალში მოვილოცავთ მაცხოვრის სახელობის ეკლესიას.
11:00 ჩავალთ მესტიაში, მოვეწყობით საოჯახო სასტუმროში.
მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
საბაგიროთი ავალთ ჰაწვალზე
საღამოს ხერგიანების და მარგიანების მუზეუმი. თავისუფალი დრო და ღამის მესტიაში გასერნება
დღე 2 (უშგული):
სიყვარულის კოშკი ????
წმ.კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი კალაში.
სოფელი უშგული ????
თამარის კოშკი
ლამარიას ეკლესია ????
ულამაზესი ხედები მწვერვალ შხარაზე და ენგურის სათავეზე ????
დღე 3:
ჭალაადის მყინვარი ???? (5კმ ორივე გზა)
მომზადება და გამომგზავრება.
დაახლოვებით 23:30 საათისთვის ვიქნებით თბილისში.
კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა
განთავსება საოჯახო სასტუმროში (2 ღამე)
ფოტო გადაღება
გამყოლი/გიდი
კვება
მუზეუმებში შესვლის გადასახადი,
მესტიის მუზეუმი , სტუდენტებისთვის .
ხერგიანების მუზეუმი
მარგიანების მუზეუმი
მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში:
ზურა
მინდია ????
გაითვალისწინეთ:
თანხა ირიცხება წინასწარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იჯავშნება ადგილი 100%-ით.
ანგარიშის ნომერი:
მიმღები: მინდია ლომიძე
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, სვანეთი
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 41
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
P.S 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება
სიახლეების მისაღებად ეწვიეთ ივენთს:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.