ღრუბლებს ზემოთ გომის მთაზე + ზღვაზე - სექტემბერი
ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ლამაზი ზღაპარი, ღრუბლების ქარავანი, კარავი , კოცონი, ცოტა , მეტი, ზღვა და ბევრი პოზიტივი
* მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით(გამოცდილი მძღოლით)
* ტურის ორგანიზება
* ერთჯერადი ჭიქები/თეფშები
* საკარვე აღჭურვილობა (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი.)
* არაფრის ქირაობა არ მოგიწევთ.
* საკვები
-> გასვლა ქუთაისიდან - მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი 10:30
-> გასვლა თბილისიდან - ველოსიპედის ძეგლი 07:00
ტურის გეგმა:
-> დღე: 1
* მოვილოცავთ შემოქმედის მონასტერში
* ავალთ გომის მთაზე
* ვშლით ბანაკს
* ვიპიკნიკებთ ერთობლივად
* ვიღებთ ბევრ ლამაზ და ორიგინალურ ფოტოებს.
* მზის ჩასვლის ფონზე დავტკბებით ულამაზესი ხედებით
* საღამოს რა თქმა უნდა კოცონი, მწვადაობა და გართობა
-> დღე: 1
* ვიღვიძებთ დილის 06:00, ვტკბებით მზის ამოსვლით
* დაახლოებით 09:30 ზე ვიწყებთ ბანაკის აშლას
* შემდგომ წავალთ ქობულეთში საჭყუმპალაოდ
* ქობულეთიდან წამოვალთ 17:30ზე
! გაითვალისწინეთ!
*საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად
* არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
* ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
* ტრანსპორტში არ ვეწევით სიგარეტს! ????
* არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
* ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს, წინამღდეგ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენზე.
* ფეხით სასიარულო მანძილი დაახლოებით - ჯამში 53 ნაბიჯი
* გზის სირთულე - მარტივი
* ტური უნდა დაჯავშნოთ წინასწარ ადგილების რაოდენობა ჩვენთან ყოველთვის შეზღუდულია!
სიაში ჩასაწერად საჭიროა, დარეკოთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე, და ჩაეწეროთ სიაში, შემდეგ თანხა გადმორიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე.????
თანხა შეიძლება ჩაირიცხოს ნაწილ ნაწილ.
**************************************************************
/>
რობი
რობი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.