სექტემბერი, ტური სვანეთში
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
3 დღიანი ტური სვანეთში მესტია-უშგული-ქორულდის ტბები-ჭალადის ყინულვარდნილი-ჯიპ ტური შხარაზე-ზუგდიდი.
მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ქორულდის ტბები-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი-მდინარე მესტია–ჭალას სათავე)-ზუგდიდი-თბილისი.
ტურის პერიოდები:
მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
კვების გარეშე --
საუზმით–
2-ჯერადი კვებით(2 საუზმევახშამი) --
ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.
ტურის დეტალური აღწერა:
1 დღე : თბილისი -ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იონა წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.) მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. მარგიანების სახლმუზეუმი
09:00 ლატალი - მოვინახულებთ მაცხვარიშის(მაცხოვრის)სახელობის ტაძარს და იენაშის(იონა წინასწარმეტყველის)სახელობის ეკლესიას
10:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. საუზმე,თავისუფალი დრო.
11:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით -ჯგუფის წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე).
15 :00 გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.
17:00 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .
17:50 ვესტუმრებით მარგიანების მუზეუმს , დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,დაბინავება საოჯახო სასტუმროში
ვახშამი.
2 დღე: უშგული
ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას,
06:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში
06:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
08:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი.კოშკი მდებარეობს ენგურის სანაპიროზე. კოშკზე ასვლა;
10:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია , თემში.
სურვილის შემთხვევაში დამატებითი ხარჯებით შეგიძლიათ მოაწყოთ ტური შხარას მიმართულებით.
11:00 ჯიპ ტური შხარაზე
16:00 გამომგზავრება მესტიის მიმართულებით
17:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).
20:00 ვახშამი დაღამისთევა საოჯახო სასტუმროში
3 დღე : მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ზუგდიდი -ტური დადიანების სასახლეში
06:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში.
6:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ულამაზესი ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა. სურვილის შემთხვევაში დამატებით გადავიხდით ტრანსპორტის მომსახურებაში.
11:00 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
13:30 მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს .
15:00 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)
16:00 გავემგზავრებით თბილისში
23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო ავტობუსი
საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.
ტრანსპორტირება : თბილისი–ლატალი–მესტია–უშგული–ჰაწვალი–ზუგდიდი–თბილისი
პროფესიონალი გადის მომსახურება,
საბაგიროთი გასეირნება დამატებით
მუზეუმში შესვლის საფასურები.
გზის კვება.
T. ;
Facebook :
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.