national delicacy

11 აგვისტოს ერთდღიანი ტური პანკისის ხეობაში

  • ID: 44016
  • ნახვები: 9613
complogo
ემტური
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/08/18
    დაბრუნება
    • 11/08/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურის აღწერა

თუ შეგაწუხათ სიცხემ და გსურთ ერთი დღით ქალაქიდან გასვლა, მაშინ მოინახულეთ ულამაზესი პანკისის ხეობა და დატკბით მისი სიგრილით.

ტური გაიმართება 11 აგვისტოს. გასვლა ვარდების მოედნიდან 07:00 საათზე. ტრანსპორტით გასავლელი მანძილი ერთი მიმართულებით 160 კმ. (3 სთ.). ფეხით გასავლელი მანძილი 2 კმ. 

 

ფასში შედის

  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით
  • გამყოლის მომსახურება
  • ფოტოგადაღება
  • სადილი ტრადიციული კერძებით

 

მოსანახულებელი ობიექტები

  • პანკისის ხეობა
  • ხადორის ხეობა და მახვალას ჩანჩქერი
  • კვირაცხოვლის ეკლესია სოფ. ჯოყოლო
  • წმ. გიორგის ეკლესია სოფ. ბირკიანში
  • ციხესიმაგრე სოფ. ბირკიანში

სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ცხენებით გასეირნება და ჯირითის სწავლაც.

 

ტურის განმავლობაში დააგემოვნებთ ქისტურ კერძებს

  • ცხვრის ხინკალი
  • ჯიჯიგ გალანიშ - საქონლის ხორცი მოხარშული ცომთან ერთად, ნიორწყლით და ერბოთი
  • ჭააბილგ - ხაჭოს ხაჭაპური
  • შებოლილი ხაჭო ერბოსთან ერთად
  • მოხარშული მჭადი ერბოსთან ერთად
  • ქისტური ჰალვა
  • ქისტური უალკოჰოლო ლუდი

 

გასათვალისწინებელი პირობები

  • ტურის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელის მოხმარება
  • შეხვედრის ადგილზე არ ვიგვიანებთ
  • თუ ჯანმრთელობის პრობლემა გაწუხებთ საჭიროა წარმოადგინოთ ექიმის ცნობა და რეკომენდაცია
  • არასრულწლოვანს წამოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შეხვედრის ადგილზე ახლდეს მშობელი
  • მარშირების დროს ვმოძრაობთ ჯგუფურად

 

გთხოვთ, ტურის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 10 აგვისტოსი!

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
ემტური
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/08/18
    დაბრუნება
    • 11/08/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა