ორდღიანი სვანეთის ტური- დარჩენილია ბოლო ადგილები
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
,,თუ სვანეთში არ ყოფილხარ,საქართველო არ გინახავს"-ო. :-) ჰოდა
მსოფლიოში ყველაზე განსხვავებული სილამაზე, ადგილი, ტრადიციები და სანახაობები იხილოთ, დაგვემგზავრე სვანეთის ტურზე.
სვანეთის ორდღიანი ტური ;-)
სვანეთი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
ეს უნდა ნახოთ!
#ტურისვანეთში #თუდასვენებაგსურს #ახალიემოცია #ახალიმეგობრები#ყოველთვისსაინტერესო #მეტითავგადასავლი #წამოსვანეთში #ესჩვენიარჩევანია
თუ გსურს იმგზავრო ყველაზე კომფორტულად წამო ჩვენთან,თუ გსურს დატკბე სვანური სილამაზეებითა და პანორამული ხედებით წამოდი სვანეთში
მოსანახულებელი ადგილები :
-ენგურის წყალსაცავი
-ლატალის მაცხოვრის ეკლესია
-იონა წინასწარმეტყველის ეკლესია
-ჰაწვალი და ულამაზესი
პანორამული ხედები
-მესტია
-სვანური კოშკები
-საღამოს მესტიაში გასეირნება
მეორე დღეს:
-ჯალაადის მყინვარი
-მესტიის მუზეუმი
-გამომგზავრება თბილისისკენ
გასვლის დრო: 5:30 წუთი გასვლა 6 საათზე.
შეკრების ადგილი: ქ.თბილისი. რუსთაველის მეტროს მოპირდაპირედ,ველოსიპედის ძეგლის წინ
(კარვის შემთხვევაში )
-ტრანსპორტირება ბიზნეს კლასის მერსედესით. (კონდიციონერით,მიკროფონით,საბარგულით,ინტერნეტით)
-გამყოლი
-ფოტოგადაღება
-ვიდეოგადაღება
-ერთჯერადი ჭიქები და თეფშები
-სასტუმრო ერთი ღამით.
საბაგიროთი გასეირნება დამატებით
ასევე ორი დღის კვება.
ტური შედგება 14 მსურველის შემთხვევაში.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.