national delicacy

მოირონინე შავი კლდეების ტბა 24-26 აგვისტოს

  • ID: 43926
  • ნახვები: 11402
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18
დამატებითი ინფორმაცია

24-26 აგვისტოს, მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ ლაშქრობას - შავი კლდეების ტბაზე... (წრიული)

 შეკრების ადგილი და დრო:
 დიდუბე (სამთო ქიმიის მიმდებარე,ლუკოილსა და გალფს შორის)
 შეკრების დრო: 06:00სთ.
 გასვლა: 06:30სთ.

 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ლაშქრობის დეტალური აღწერა:
თბილისიდან ტრანსპორტით მივალთ ლაგოდეხში ვიზიტორთა ცენტრამდე საიდანაც გავაგრძლებეთ გზას ფეხით, ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე 2000 მ.ზ.დ, (11.5 კმ) მეორე დილით აღდგენილი ენერგიით ვაგრძელებთ გზას შავი კლდეების ტბისკენ 2800 მზ.დ, (12.5 კმ)გზად შევფერხდებით მესაზღვრეებთან და გავივლით რეგისტრაციას. აქედან შავი კლდეების ტბამდე საშუალება გვექნება მოვინახულოთ კიდევ 3 ტბა,რომლებიც დამალულნი არიან და ყველა ვერ ნახულობს ;) და მთავაარი მისია შავი კლდეების ტბა... ტბის მონახულების შემდეგ 3 კმ-ში დავბანაკდებით ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.... დავისვენებთ და მესამე დღეს დავეშვებით ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრისკენ, (15 კმ) სადაც დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი, რომლითაც გამოვემართებით დედაქალაქისკენ...
წყალი მარშუტზე ვიზიტორთან ცენტრიდან 1 კმ-ში...შემდეგ მეტეომდე არ გვხვდება და საჭიროა 1.5 ლიტრი წყალი მაინც... მეტეოდან 3.5 კმ-ში და შემდეგ მესაზღვრეებთან,დემიდოვის ბინამდე არის წყალი და ბოლო დღესაც გაჭირვება გვაქვს,ვიმარაგებთ ისევ 1.5 ლიტრს.


 მარშრუტის სირთულე:
რთული

ფეხით გასავლელი მანძილი :
42 კმ.


 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 70 ლარი (კარვით)

ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ერთი ღამე 20 ლარი
1 ადამიანი.

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
 თანხა არ ბრუნდება:

თანხის ჩარიცხვას დაუყოვნებლივ გვატყობინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიაში ვერ მოხვდებით.

 ფასში შედის:
1. ტრანსპორტირება 
2. გამყოლი 
3. ფოტოგადაღება (არაპროფესიანალური) 
4. კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥ 
5. პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)
6. საკარვე ადგილის ღირებულება.


 ფასში არ შედის:
სამი დღის სამყოფი საკვები და წყალი,(მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 
საძილე,საგებელი.
ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში (ერთი ღამე 20 ლარი)

 გასათვალისწინებელი პირობები:
პირადობის მოწმობა ან პასპორტი რეგისტრაციისათვის.
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, მთის თანმხლებია ეს ყოველი,
ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
ტური გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით გავიგეთ რამე პრობლემის შესახებ ან წინასწარ გამოცხადებული ცუდი ამინდის გამო. 

საჭირო ინვენტარი:
კარავი, საძილე, საგებელი, სალაშქრო ჯოხი, რომელიც ეხმარება ჩვენს მუხლებს და გვიცავს დაცურებისგან. ფანარი, მზისაგან დამცავი კრემი,ანტიკოღი ;) სათვალე, კეპი
აუცილებელია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღოთ საწვიმარი,გამოსაცვლელი ტანსაცმელი.
აფთიაქი - თუ იცით რომ რამეს უჩივით ან გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის.


აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ???? მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/08/18
    დაბრუნება
    • 26/08/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა