national delicacy

მოირონინე გომის მთა და ბახმარო + დოღი - "ბახმაროს თასი 2018"

  • ID: 43925
  • ნახვები: 4248
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ უუმაგრეს 3 დღიან ტურს ბახმაროსა და გომის მთაზე ♥ ასე რომ მოემზადეთ ღრუბლებს ზემოთ მოგზაურობისთვის ♥ 
აისი და დაისი 2 საოცნებო კურორტზე მხოლოდ რონინისგან და ეს არაა ყველაფერი ასევე დავესწრებით დოღს - "ბახმაროს თასი 2018"


 შეკრების ადგილი და დრო:
 შეკრების დრო: 9:30 სთ
 გასვლა: 10:00 სთ.
 დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

მოსანახულებელი ადგილები:

შემოქმედის ეკლესია ♥
კურორტი გომის მთა ♥ ულამაზესი ხედები ღრუბლების ზემოთ, ცასთან ახლოს ♥
კურორტი ბახმარო ♥
დოღი - ბახმაროს თასი 2018

ღონისძიების დეტალური აღწერა:
პირველ დღეს მოვინახულებთ შემოქმედის ეკლესიას შემდეგ გავემართებით კურორტ გომისმთისკენ, სადაც დავბანაკდებით და დავტკბებით საუკეთესო დაისით და აისით ♥
მეორე დღეს ავშლით კარვებს და გავემართებით კურორტ ბახმაროსკენ დავბანაკდებით და აქაც ულამაზეს დაისს და აისს ვიხილავთ ♥
მესამე დღეს დავესწრებით დოღს - "ბახმაროს თასი 2018" , რის შემდეგაც უამრავი ემოციით დატვირთულნი გამოვემართებით დედაქალაქში ;) 

 მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
1 კმ

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 70 ლარი.

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:


 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება
 გამყოლი
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური)
კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥
 პრიმუსი (ცხელი სასმელისთვის)


 ფასში არ შედის:
 საგებელი, საძილე
 სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 


 რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი, საცურაო კოსტიუმი ;) 

 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს სანახავი ობიექტების რიგითობა 


 აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები!!!

 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.

 ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
 ნუ დააბინძურებთ გარემოს;
 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
 დაუშვებელია გაჩერება და ჯგუფის შეფერხება ფოტოს გადასაღებად თუ სხვა ... საჭირო ადგილებზე ჩვენ გაგაჩერებთ და გადაგაღებინებთ (გადაგიღებთ) ფოტოებს
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის ???? მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე70.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/08/18
    დაბრუნება
    • 19/08/18