სვანეთი- დღიანი ზღაპრული ტური
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ულამაზეს ადგილებს და დავტკბებით დაუვიწყარი ხედებით
მოსანახულებელი ადგილები :
????ენგურის ულამაზესი ხედები
????მესტია
????ჰაწვალი
????ქორულდის ტბები
????უშგული
????თეთნულდი
????კვირიკე
???? სიყვარულის კოშკი
(ბონუსად თუ დრო დაგვრჩება და სურვილი გექნებათ შდუგრას ჩანჩქერი )
ტურის აღწერა:
ოთხშაბათს დილის 6:30 საათზე დავიძვრებით სვანეთის მიმართულაბით, გზაში გვჭირდება ზუსტად 9-10 საათი ^_^ პირველი დღის გეგმა არის საკმაოდ მსუბუქი, მივალთ სასტუმროში, დავბინავდებით, მოვწესრიგდებით მგზავრობის შემდეგ, მივირთმევთ საკვებს და საღამოს ყველანი გავალთ მესტიაში მოვინახულებთ საღამოს მესტიას , სადაც შეგვიძლია ველოსიპედების ქირაობა, კაფეებში შესვლა და საღამოს მხიარულად გატარება. მეორე დღეს დილით ყველანი წავალთ დელიკებით ქორულდის ტბებისკენ , გზა და გზა საოცარი და ულამაზესი ხედებით დავტკბებით გადავიღებთ ფოტოებს და დავბრუნდებით უკან რის შემდეგაც მოვინახულებთ, თეთნულდს საოცარი დაულამაზესი სანახაბა გვრლოდება წინ , თეთნულდზეც რა თქმა უნდა დელიკებით ვიმგზავრებთ. მესამე დღეს დილაადრიან დავიძვრებით უშგულისკენ გზად მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს , ლამარიას ეკლესიას, თამარის კოშკს , დავტკბებით შხარას სილამაზით , გადავიღებთ ძალიან მაგარ ფოტოებს და წამოვალთ უკან გზად მოვინახულებთ კვირიკეს საოცარ ტაძარს რომლის გზა საოცრად ლამაზია და სანახაობრივი.
მეოთხე დღეს მოვინახულებთ მესტიის მუზეუმს და შემდეგ ჰაწვალს , სადაც საბაგიროს მეშვებით ულამაზესი სანახაობის მომსწრენი გავხდებით, ჰაწვალზე წავიღებთ საპიკნიკედ გემრიელობებს და საღამომდე ჰაწვალზე გავატარებთ დაუვიწყარ დღეს , ვითამაშებთ, გავერთობით და განვიტვირთებით .
დამატებითი ხარჯები რისთვისაც ფული დაგჭირდებათ:
>დელიკების დასაქირავებლად, სამ ლოკაციაზე გაითვალისწინეთ ჯამში-
>მუზეუმსში შესასვლელი თანხა-
> დამატებითი ხარჯები თუ მოგინდებათ, რესტორანში ან კაფეში შესვლაა თქვენზეა დამოკიდბეული ^_^
ფასი მოიცავს:
ტრანსპორტირებას
ფოტოგრაფს
გუესთ ჰაუსში დაბინავებას
გიდის მომსახურებას
????კვება/საჭამადი
????დელიკების საფასური
????ძირითადი საკითხები:
ტურის სირთულე:მარტივი
გავდივართ: დილის 6:30 საათზე
ვიცვავთ კომფორტულად, სპორტულად
მოგვაქვს საკუთარი თეთრეული , მეტად ჰიგიენურიაა .
????სასტუმრო მდებარეობს მესტიიდან 10 კილომეტრში , ულამაზესი ხედებით და საოცარი მასპინძლებით
????კვება არის ინდივიდუალური , შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოც.
‼ქცევის ნორმები.
ადამიანი რომელიც მოდის ტურზე უნდა იაზრებდეს რომ ეს არის ხალხმრავალი გასვლა და აქ არ არსებობს მე ეს მინდა მე ის მინდა, ამიტომ მუსიკას ჩაუწიეთ, აქ გამიჩერეთ, ეს რა სიმღერებია, მე დავისვენებ და მოგყვებით უკან, სურათებს გადავიღებ და წამოვალ , მე მინდა და გზაში სასმელს დავლევ და კიდევს ხვა უამრავი საკითხებიიი დაივიწყეთ.. აქ მოდიხართ გასართობად და განსხვავებულ გარემოში მოსახვედრად ასევე ულამაზესი ადგილების დასათვალიერებლად ამიტომ ეცადეთ რომ ყველამ აკონტროლოთ თავები
????ყველაფრისთვის გვექნება დრო, ფოტოებსაც გადავიღებთ საღამოს ცოტა სასმელსაც დავლევთ, გავერთობით კიდევაც და ერთმანეთსაც შევიყვარებთ
-
????სიაში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით დარიცხოთ თანხა
ბე დარიცხვის შემდეგ უკან არ ბრუნდება რადგან ტურის ჩაშლის საშიშროება არ დადგეს :) ადგილები სეზღუდულია !
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ ან დარეკეთ
ანა
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.