დღიანი ტური გომის მთაზე + ქობულეთი
ფოტო: M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გომის მთაზე
ტურის სირთულე: მარტივი
ტურის საფასური:
ტურის აღწერა:
06:30 შეკრება
07:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლიდან)
პირველი დღე: 18 სგვისტო
შემოქმედის მონასტერი
გომის მთაზე ასვლა, დაბანაკება, კარვებში განთავსება, პიკნიკი
გასვლა შეკვეთილის მიმართულებით
თავისუფალი დრო ზღვაზე (შეკვეთილი,ან ქობულეთი)
18:00 თბილისისკენ გამომგზავრება
23:30 დაბრუნება თბილისში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით
ტურის საფასურში გათვალისწინებულია:
- სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
- გამოცდილი გამყოლები
- ფოტო-ვიდეო გადაღება
- გასართობი პროგრამა
- საკარვე აღჭურვილობა (საძილე ტომარა, პარალონი)
დამატებითი ინფორმაცია:
კვება ინდივიდუალურად (ბუნებაში ვშლით საერთო სუფრას)
მოსახერხებელი და შესაფერისი ჩაცმულობა
საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალება,
დაუშვებელია გზაში დალევა და გამყოლთან ურჩობა
იყავი გამორჩეული ფენომენალურ ტურებთან ერთად!
???? სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
???? გიორგი
???? ნინი
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.