national delicacy

ჯუთა - 22 ივლისი

  • ID: 43630
  • ნახვები: 3946
complogo
ორიჯინალ თრეველი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18
დამატებითი ინფორმაცია

ტურის ღირებულება: 20 ლარი
ტურის სახეობა: სათავგადასავლო
ტურის ხანგრძლივობა:1 დღე
 

ღირებულებაში შედის:

-ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით

-ფოტო-ვიდეო გადაღება

-ქართულენოვანი გიდი

 

კომპანიისგან საჩუქრად:

-წყალი

 

ღირებულებაში არ შედის:

-კვება

 

ტრანსპორტით გასავლელი სრული მანძილი : 320 კმ

ფეხით გასავლელი სრული მანძილი : 8 კილომეტრი

---სირთულე: მარტივი

 

07:30 - შეკრების დრო

08:00 - გამგზავრება მცხეთა-მთიანეთის მიმართულებით

18:30 - გამომგზავრება თბილისის მიმართულებით

22:00 - დაბრუნება თბილისში; ტურის დასასრული

 

ტურის მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 18

ტურის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა - 40

 

ღირსშესანიშნავი ადგილები:

***ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი

***გუდაურის პანორამული გადმოსახედი

***ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინი

***სოფელი სნო (სნოს ციხე და ტაძარი)

*** სოფელი ჯუთა

*** ბანაკი ზეთა

***ჩანჩქერი

***პატარა ტბა

*** ჭაუხები

 

რეკომენდაცია:

- მოსახერხებელი ფეხსაცმელი

- საწვიმარი

- თბილი ტანსაცმელი

 

სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

--დაუშვებელია გარემოს დაბინძურება

--ტურის ყველა მონაწილე ემორჩილება ორგანიზატორებს და ასრულებს მათ მითითებებს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

---08:00 საათზე დაიწყება ჩვენი მოგზაურობა. ერთ საათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. ანანური  საქართველოს გვიანფეოდალური ხანის (,,XVI-XVIII საუკუნეების’’) უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში თავმოყრილია შემდეგი საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები

---ანანურის დათვალიერების შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ სოფელი სნოს მიმართულებით. გზად კი აუცილებლად შევჩერდებით გუდაურის პანორამულ გადმოსახედთან და ერთობლივი სურვილის შემთხვევაში ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინთან. ზღვის დონიდან 2197 მეტრზე საავტომობილო გვირაბის სიახლოვეს ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი მდებაროებს. გამჭირვალე წყალი, ფერდობის თეთრ ზედაპირზე  თხელ ფენად ეშვება და თვალისმომჭრელ, ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი ტრავერტინს წარმოქნის.

---ჩავალთ სოფელ სნოში. სოფელში მოვინახულებთ ტაძარს და XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებულ სნოს იგივე ღუდუშაურის ციხე-სიმაგრეს. ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. სნოდან გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

---მოვინახულებთ სოფელში არსებულ ღირსშესანიშნავ ადგილებს და ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ ვიქნებით ჯუთაში. ჯუთა ხევისა და ხევსურეთის საზღვარზე მდებარეობს. სოფელი განლაგებულია სუბალპურ და ალპურ ზონებში, მისი სიმაღლე ზღვისდონიდან 2200 მეტრით განისაზღვრება რის მიხედვითაც სოფელი საქართველოს და ევროპის ერთ-ერთ უმაღლეს დასახლებულ პუნქტად ითვლება. მოსახლეობა ხევსურებისგან შედგება, სოფელში ისევ შემორჩენილია ძველხევსურული ტრადიციები. აქედან დავიწყებთ ფეხით გადაადგილებას, შეგვხვდება ბანაკი ზეთა, ჩანჩქერი, პატარა ტბა, და ულამაზესი მთები: ჭაუხები.

---გვექნება ერთობლივი პიკნიკი, დავბრუნდებით ჯუთაში და გამოვემგზავრებით თბილისისკენ.

 

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ჩვენი კომპანიის Facebook - ის გვერდზე ან დაგვირეკეთ: +995 555 36 68 58

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
ორიჯინალ თრეველი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18