გომის მთა
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დღე პირველი:
ქ.თბილისში ველოსიპედების ძეგლთან .
გავდივართ გურიის მიმართულებით 07:00 ზე .
გურიაში მდინარე ბჟუვის ხეობის გავლით ავალთ სოფელ გომში, სადაც დავტკბებით ულამაზესი ხედებით .
მოვილოცავთ შემოქმედის მონასტერს .
გომიდან კი გავემართებით სამთო-კურორტ გომის მთაზე რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრზე მდებარეობს .
დავბანაკდებით გომის მთაზე და დავტკბებით მზის ჩასვლის სილამაზით .
დღე მეორე:
შევეგებებით მზის ამოსვლას და დავტბებით მისი სილამაზით 12 საათისკენ კი ავშლით ბანაკს და წავალთ ურეკის სანაპიროზე გასარუჯად .
საღამოს 5 საათისკენ კი გამოვემგზავრებით თბილისისკენ .
ტურის დეტალები:
შეხვედრის დრო: 06:30 სთ: გასვლის დრო: 07:00 სთ : .
შეხვედრის ადგილი: ქ.თბილისში ველოსიპედების ძეგლთან .
ვმგზავრობთ კომფორტული მიკრო ავტობუსით .
ტურის სირთულე მარტივზე მარტივი .
ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით .
ფოტო გადაღება .
გამყოლი ( გიდი ) .
პრველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროებისამებრ .
კარავით უზრუნველყოფა
ორი დღის სამყოფი საკვები .
საძილე ტომარა და საგებელი ( ქირაობაში დაგეხმარებით ) .
ტურში ჩაწერისთვის აუვილებელია დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ ჩვენს პირად გვერდზე:
ნატა & დავითი :
ბედნიერ და წარმატებულ დღეებს გისურვებთ .
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.