national delicacy

ტური სვანეთში 20-22 ივლისი

  • ID: 43486
  • ნახვები: 4001
complogo
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18
დამატებითი ინფორმაცია

3 დღიანიტური სვანეთში  მესტია-უშგული-ქორულდისტბები-ჭალადის ყინულვარდნილი-ჯიპ ტური შხარაზე-ზუგდიდი.

 

      მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ქორულდის ტბები-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი-მდინარე მესტია–ჭალას სათავე)-ზუგდიდი-თბილისი.

ტურის პერიოდები: 

20-21-22  ივლისი

 

 

მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი თბილისი, ვარდების მოედნი  :
20 ივლისი ღამის 00:05

 

         მათთვის ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს სვანეთის სილამაზე, ან ვინც უკვე ნამყოფია სვანეთში და მოენატრა; ყველას ვთავაზობთ  დაუვიწყარ მოგზაურობას ზღაპრულ სვანეთში.


ისარგებლეთ ჩვენი მარალკვალიფიცირებული მომსახურებით და კმაყოფილი დარჩებით.,, Diamond Travel Georgia” საუკეთესო არჩევანი

ღირებულება:

1 პერსონა კვების გარეშე -- 120 ლარი

1 პერსონა  საუზმით(2 საუზმე მეორე მესამე დღის)–150 ლარი

1 პერსონა საუზმით (3 საუზმე)-165 ლარი

1 პერსონა  2-ჯერადი კვებით(2 საუზმე+2ვახშამი)  -- 190 ლარი

1 პერსონა   3-ჯერადი კვებით --210 ლარი


ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.

 

 

ტურის დეტალური აღწერა:

             

 

1 დღე : თბილისი -ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იონა წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.) მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. ( უამინდობის შემთხვევაში ჰაწვალის ნაცვლად  მარგიანების სახლმუზეუმი) ,

 

 

09:00 ლატალი - მოვინახულებთ მაცხვარიშის(მაცხოვრის)სახელობის ტაძარს და იენაშის(იოანე წინასწარმეტყველის)სახელობის ეკლესიას

10:00  დაბინავება საოჯახო ტიპის  სასტუმროში. საუზმე,თავისუფალი დრო.

11:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით  ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით 30 ლარს -ჯგუფის წევრთა  რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე).

15 :00 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .შემდეგ კი გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.

უშბისა და თეთნულდის  ხედების  ფონზე შეგეძლებათ ულამაზესი ფოტოების გადაღება .აქვე შეგიძლიათ ისადილოთ.

17:30 ჩამოვალთ მესტიაში მოვინახულებთ მარგიანების მუზეუმს და დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,დაბინავება საოჯახო სასტუმროში

ვახშამი.

 

2 დღე: უშგული

 

ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს,  ლამარიას ეკლესიას,
06:00  საუზმე საოჯახო სასტუმროში

06:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
08:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი.კოშკი მდებარეობს ენგურის სანაპიროზე. კოშკზე ასვლა;
10:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 
სვანეთშიუშგულის თემში.

ეკლესია მდებარეობს სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას შემორტყმული აქვს გალავანი, რომელიც დასავლეთის მხრიდან სრულდება სვანური კოშკითა და ორი დამხმარე ნაგებობით. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა. დასავლეთით აქვს სტოა, რომელსაც შესასვლელი სამხრეთის მხირიდან აქვს. ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.

ეკლესიის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად ამ სკამზე მოკლეს უშგულის დაპყრობის მსურველი თავადი - ფუთა დადეშქელიანი.

გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.

სურვილის შემთხვევაში დამატებითი ხარჯებით  შეგიძლიათ მოაწყოთ ტური შხარას მიმართულებით.

11:00 ჯიპ ტური შხარაზე

16:00 გამომგზავრება მესტიის მიმართულებით
17:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).
20:00  ვახშამი დაღამისთევა საოჯახო სასტუმროში

 

3 დღე : მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ზუგდიდი -ტური  დადიანების სასახლეში

06:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში. 

6:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ულამაზესი  ჭალაადის ყინულვარდნილის    მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა.დამატებით 10 ლარს გადავიხდით ტრანსპორტის  მომსახურებაში.

11:00 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით.

13:30 მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს .

15:00 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)

16:00 გავემგზავრებით თბილისში

სურვილის შემთხვევაში დამატებითი ხარჯების გაწევით შესაძლებლოა გვექნება მოინახულოთ მარტვილის კანიონი


 

23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს

 

ტურის ღირებულებაში შედის:

 

სატრანსპორტო საშუალება: მიკრო ავტობუსი

საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.

ტრანსპორტირება : თბილისი–ლატალი–მესტია–უშგული–ჰაწვალი–ზუგდიდი–თბილისი

პროფესიონალი გამყოლის მომსახურება,

ფოტო გადაღება,

                                       

ღირებულებაში არ შედის:

საბაგიროთი გასეირნება დამატებით 5 ლარი

მუზეუმში შესვლის საფასურები.

გზის კვება.

ტური რეალიზაციის ბოლო ვადაა : 18 ივლისი

 

შეძენის მსურველების მხრიდან საჭიროა წინასწარ დაკავშირება :

 

T. 571 00 17 44 
E-mail: diamondtravelgeo@gmail.com
 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე120.00
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18