კვირიკობა სვანეთში ( დღიანი ტური )
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შემოგვიერთდით მეგობრებო და ერთად მოვილოცოთ სვანეთის სიწმინდეები.
XI ს. წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარი მდებარეობს სოფელ კალაში.ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანდებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.სვანების ყოველ თემს თავისი ეკლესიები აქვთ ჯვარ-ხატებით, მაგრამ არც ერთი ისე ძლიერად არ მიიჩნება როგორც ,,ლაგურკა'' (კვირიკეს ეკლესია).
კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის.
მარშუტი:
1 დღე:
ჩასვლა მესტიაში და განთავსება სასტუმროში,ცოტაოდენი დასვენების მერე გავემართებით ზურულდისკენ(ჰაწვალი),საც გავისეირნებთ საბაგიროთი და დავათვალიერებთ ულამაზეს ხედებს.ასევე ვესტუმრებით ჰეშკილის ქოხებს სადაც საიამოვნო დროს გაატარებთ, დაისვენებთ ბუნებაში და შეგიძლიათ დაგემოვნოთ ადგილობრივი კერძები
სურვილისამებრ დავაგემოვნებთ სვანურ სამზარეულოს,მოვინახულებთ მ.ხერიგიანის სახლმუზეუმს,ასევე მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
ღამით გავისეირნეთ მესტიის ულამაზეს ქუჩებში.დაუშგულისკენ,გზად შევივლით წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარში და დავესწრებით სადღესასწაულო წირვას,ასევე დავათვალიერებთ უშგულის ღირსშესანიშნაობებს,საგამოს დავბრუნდებით მეტიაში.
2 დღე:
დილით გავემართებით უშგულისკენ,გზად შევივლით წმ.კვირიკეს სახელობის ტაძარში სოფელ კალაში და დავესწრებით სადღესასწაულო წირვას,ასევე დავათვალიერებთ უშგულის ღირსშესანიშნაობებს,საგამოს დავბრუნდებით მეტიაში.
3 დღე:
გავემგზავრებით ზუგდიდის მიმართულბით,სადაც მოვინახულებთ დადიანების სასახლეს,გზად შევივლით სოფელ ლატალში და შემდეგ უკვე გავემართებით თბილისის მიმართულებით.
ტურის მინიმალური რაოდენობა15 კაცი
საათზე
▪ რუსთავიდან 22:00
▪ გორიდან 24:00
ტრანსპორტირება (სპრინტერის კომფორტული მიკრო ავტობუსი)
ფოტო გადაღება
სასტუმრო
(ყავა/ჩაი/ტკბილეული)
ტურის ორგანიზატორი
თარჯიმანი სურვილისამებრ
უშგულში ასვლა
P.S. ტურის მიმდინარეობის დროს გათამაშდება შემდეგი ტური უფასოდ
შენიშვნა:
▪ თანხა უნდა გადმოირიცხოს ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე, წამოსვლაზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება.
▪ კომპანია უფლებას იტოვებს გააუქმოს ტური უამინდობისა თუ საგზაო მდგომარეობის შეფერხების გამო.
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.