ტური გურგენიანის ჩანჩქერზე ( ივლისი, შაბათი)

ფოტო: Max Benidze · CC BY-SA 2.0; George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID43171

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

გასვლა რედისონიდან (ველოსიპედის ძეგლი)- 07:30 საათი
დაბრუნება რედისონთან (ველოსიპედის ძეგლი) - 21:30 საათი

მოვინახულებთ:

მდ. ნინოსხევის ხეობას - მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას.

ნინოსხევის იგივე გურგენიანის ჩანჩქერს - თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი.

(ფეხით სასიარულო მანძილი 12 კმ - ჯამში, სირთულის მხრივ საშუალო)

ტრანსპორტირება კომფორტული კონდიციონერიანი მიკროავტობუსით
კვალიფიციური გიდი

------------------------------------------------------------------------------------

რეკომენდაცია:

გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
წყლის ჭურჭელი

მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.