კოშკები და კანიონები- ივლისი
ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ამბობენ, ვინც სვანეთში არ ყოფილა, მას საქართველო არ უნახავსო!
ერთად ვნახოთ ''ქართული შვეიცარია"...
MOB: თამუნა
E-mile:
1 დღე : თბილისიდან გამგზავრება 06:00 საათზე ვარდების მოედნიდან (შესვენებებით რიკოთზე და ზუგდიდში).
მოსანახულებელი ობიექტები: მარტვილის კანიონი. დადიანების სასახლე; ენგურჰესი;
სოფ.ლატალი- მაცხოვრის და მთავარანგელოზის ტაძრები;
სოფ.ბეჩო. დაბინავება სოფელ ბეჩოში , ულამაზესი ხედების მქონე საოჯახო ტიპის სასტუმროში. დასვენება. თავისუფალი დრო.
2 დღე: საუზმე საოჯახო სასტუმროში. გამგზავრება უშგულის მიმართულებით.
გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი.კოშკის დათვალიერება;
უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
გექნებათ შესაძლებლობა ისადილოთ და დააგემოვნოთ კუბდარი.
დაბრუნება და ღამისთევა ბეჩოში.
3 დღე : საუზმე საოჯახო სასტუმროში.
ხერგიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი მესტიაში: ორსართულიანი მაცხოვრის ტაძარი.
მესტიის სახელმიფო მუზეუმი. ჰაწვალის საბაგირო, ზურულდიდან დავტკბებით ულამაზესი ხედებით - უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით. ( თავისუფალი დრო)
გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
დელიკით გადაადგილება უშგულის მიმართულებით
2 ღამე საოჯახო სასტუმროში -Dali Kaldanis Guest House
კვება - 2 საუზმე.
გამყოლი
მინერალური წყალი.
მუზეუმში შესვლის საფასური
საბაგიროთი გასეირნება
ვახშამი(შესაძლებელია სასტუმროში შეთანხმება)
*ტურის განსახორციელებლად საჭიროა მინიმუმ 17 მსურველი!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.