ზღაპრული სვანეთი - კოშკების საუფლო - ZooM
ფოტო: Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
თუ სვანეთში არ ყოფილხარ საქართველო არ გინახავს!
"კოშკების ქვეყანა" – ლეგენდებით მოცული, ნამდვილი ზღაპარი, უძველესი რწმენებით და ნამდვილი ტრადიციებით. ⏳
საოცარი მხარე, ამაყი, დაუმორჩულებელი, მიმზიდველი, მიუწვდომელი, ბუმბერაზი მთებისა და კოშკების საუფლო.
ადგილი სადაც ერთხელ უნდა წახვიდე და მერე ათასჯერ მაინც დაბრუნდე.
დიახ, ეს - სვანეთია ZooM-თან ერთად
დღე 1:
01:00 ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა ამოსასვლელთან და გავდივართ.
გზად მოვინახულებთ ამიერკავკასიაში უდიდეს, ენგურის ჰიდროელექტროსადგურს.
სოფელ ლატალში მოვილოცავთ მაცხოვრის სახელობის ეკლესიას.
11:00 ჩავალთ მესტიაში, მოვეწყობით სასტუმროში.
მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს.
საბაგიროთი ავალთ ჰაწვალზე
საღამოს ხერგიანების და მარგიანების მუზეუმი. თავისუფალი დრო და ღამის მესტიაში გასერნება
დღე 2 (უშგული):
სიყვარულის კოშკი
წმ.კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარი კალაში. (დავესწრებით კვირიკობას)
სოფელი უშგული
თამარის კოშკი
ლამარიას ეკლესია
ულამაზესი ხედები მწვერვალ შხარაზე და ენგურის სათავეზე
დღე 3:
ჭალაადის მყინვარი (5კმ ორივე გზა)
მომზადება და გამომგზავრება.
დაახლოვებით 23:30 საათისათვის დაბრუნება თბილისში.
კომფორტული მიკროავტობუსით მგზავრობა
ღამისთევა საოჯახო სასტუმროში (2 ღამე)
ფოტო გადაღება
გამყოლი/გიდი
კვება
მუზეუმებში შესვლის გადასახადი,
მესტიის მუზეუმი , სტუდენტებისთვის .
ხერგიანების მუზეუმი
მარგიანების მუზეუმი
მსურველებმა ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ მოგვწეროთ პირად შეტყობინებაში:
გაითვალისწინეთ:
თანხა ირიცხება წინასწარ საბანკო ანგარიშზე,
ადგილზე მოტანა არ შეიძლება!
მიმღები: მინდია ლომიძე
დანიშნულებაში მიუთითეთ: სახელი გვარი, სვანეთი
ან პირადი ნომრით ExpressPay-ს აპარატიდან: 41
ანგარიშის სახელი: ZooM_hiking(ლარი).
P.S 3 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში თანხა უკან ვერ ბრუნდება
სიახლეების მისაღებად ეწვიეთ ივენთს:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.