მარგარიტა დე სევრი და მილიონი, მილიონი, მილიონი წითელი ვარდები...
ფოტო: Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ამბობენ, ერთ დილას სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ისინი უთვალავი ახლად მოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. უცნაურ მსვლელობას გვერდით ფიროსმანი მიჰყვებოდა _ ნიკო ფიროსმანაშვილი, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი ჰქონდა. ახლა კი მთელი თავისი ქონების სანაცვლოდ “ყვავილების მთელი ზღვა” ეყიდა…
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან ქიზიყში - ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის სამშობლოში ! რა დროსაც თქვენ ნახავთ :
1. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერს !
2. სასსწაულმოქმედ და სამკურნალო წყალს, რომელიც წარმოიშვა წმინდანის ლოცვით და შეგეძლებათ განიბანოთ ამ წყალში !
3. ულამაზეს სიღნაღს და ერეკლე მეორის ბრძანებით სიღნაღელების მიერ აშენებულ ციხე-გალავანს, რომელიც სიდიდით მეორეა ჩინეთის დიდი კედლის შემდეგ !
4. ლეგენდარული ნიკო ფიროსმანის ტილოებს და მათ შორის მარგარიტა დე სევრს, რომელსაც ნიკალამ მილიონი წითელი ვარდი უყიდა !
5. ექსკლუზიური უფლებით შეგიძლიათ მიირთვათ ალაზნის ველზე მოყვანილი 80 საუკეთესო ჯიშის ყურძნისგან ქართულ ქვევრებში დაყენებული საუკეთესო ღვინოები !
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.