გომისმთა & შავი ზღვა - აგვისტო
ფოტო: Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
და აი ისიც დადგა ყველასათვის საყვარელი დრო მოვიდა სასურველი სანატრელი და საოცნებო ტურის დღე,
მოლაშქრეთა და #MyCamp გთავაზობთ, 2 დღიან მოგზაურობას ზღაპრულ სამყაროში, ზღაპრის გმირებთან ერთად, დიახ ეს ასეა ეს #გომისმთაა #რა_კარგი_ხარ_გურია
ღამისთევა
კოცონი მთელი ღამე <3
ცოტა კონიაკი
მეტი მუსიკა
ღრუბლების ზღვა :)
შეკრების ადგილი:
Ⓜ დიდუბე ზედა ამოსასვლელი:
⌚ შეკრების დრო: 06:30
⌚ გასვლა დრო : 07:00
⏳ ლოდინი : 13 წუთი
⌚ ჩამოსვლის დრო 23:00/00:00 მდე
მარშრუტი:
თბილისი
გორის სმარტი
ხაშური
ზესტაფონი
ქუთეისი
ჩოხატაური
ოზურგეთი
თბილისი
დასანახი ობიექტები: :D
გორის სმარტი
სერგოს ნაზუქები
ზესტაფონის ლავაცა
გომის მთა
ფეხით გასავლელი მანძილი: ცოტა :)
სირთულე:
მარტივი
სასურველი ნივთები:
მოსახერხებელი
მცირე ზომის ზურგჩანთა
ქუდი მზისგან ან სიცივისგან თავდასაცავად
სათადარიგო
საწვიმარი
სათვალე
საძილე ტომარა
კარავი
ქვეშსაგები (პარალონი)
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში (განსაკუთრებული უამინდობის გარდა , -20 ℃ , ℃ ;-) )
ტრანსპორტირება
ტურის ორგანიზება
სელფი ნოესთან
ხალასი ამბები
ფოტოს გადაღება
კარავი
ქვეშსაგები (პარალონი)
თანხაში არ შედის
1)კვება
2) საძილე ტომარა აუცილებელია თან თბილი!
100% ჩასაწერად საჭიროა თანხის ჩარიცხვა ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე
საქართველოს ბანკი:
პირადი ნომერი 12
მიმღები: ნოე კუპატაძე
ჩარიცხვის შემდეგ აუცილებლად მომწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე წამომსვლელის:
სახელი- - - - - - - - - -
გვარი - - - - - - - - - - -
ტურის მონაწილე ვალდებულია:
არ მოწიოს ტრანსპორტში
არ დავაბინძუროთ გარემო
ვეცადოთ რო ვიყოთ მხიარულები
გასვლამდე 5 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება !
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.