შავი კლდეების ტბა
ფოტო: Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
????გთავაზობთ 3 დღიან ლაშქრობას შავი კლდეების ტბაზე????
????ლაშქრობი ხანგრძლოვობა - 3 დღე
სირთულე: რთული - ალპურ ზონაში
მთლიანად ფეხით გასავლელი მანძილი 42 კილომეტრი
მოსანახულებელი ადგილები
????ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი
????პანორამული ხედები
????და რაც მთავარია შავი კლდეების ტბა
????აუცილებლად გასათვალისწინებელი პირობები:????
▶არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე;
▶საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ლაშქრობის ორგანიზატორებს ვემორჩილებით უსიტყვოდ;
▶არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!
▶ბუნებაში ან ტრანპორტში და საერთოდ არსად არ ვყრით ნაგავს!
▶პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს
▶კომენტარებში განხილვისას ვაკომენტარებთ თქვენთვის საყვარელი სიმღერების ლინკებს???? .სასურველია არ იყოს, ????დესპასიოები , ჩქარი რუსულები და მგზავრულ-მატარებლური სიმღერები.????
▶▶▶ჩამოთვლილი პირობებიდან რომელიმე დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას.
მეორე დღე - გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ,,დემიდოვის ბინა“. მანძილი - 15.5 კმ; (ტურისტული თავშესაფარი მეტეო 2000მ.ზ.დ. - შავი კლდეების ტბა 2800 მზ.დ. - ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ.)
მესამე დღე - გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში. მანძილი - 15 კმ; (ტურისტული თავშესაფარი „დემიდოვის ბინა“ 2650 მ.ზ.დ. - ადმინისტრაციული ცენტრი 500 მ.ზ.დ);
(კარავში ღამის გათევის შემთხვევაში )
▶მგზავრობა მიკროავტობუსით ????
▶გამყოლები ????
▶ღამისთევა კოტეჯში ან კარავში ????
▶კვება _ ინდივიდუალურად ყველას უნდა ჰქონდეს 3 დღის საკვები და წყლის მარაგი 2 ლიტრის მოცულობის მაინც.
▶ორი წყვილი ფეხსაცმელი
▶საწვიმარი და ქუდი მზისგან დასაცავად
▶სალაშქრო აღჭურვილობა (ჩანთა, კარავი, საძილე ტომარა და პარალონი)
სასურველია:
▶▶სალაშქრო ჯოხები
▶▶თქვენთვის აუცილებელი მედიკამენტები
------
????საკონტაქტო ნომერი - , ,
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.