ბახმარო-გომის მთა-ურეკი (ჯერადი კვებით)

ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაგურია
ფასიფასი — მოთხოვნით
ID42041

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სუპერ 3 დღიანი ტური გურიაში!

ბახმარო +გომის მთა + ურეკი ????????????????????

მთა????????
ზღვა ????????
და
სიყვარული ????????????????

ეს მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ????

დილით თბილისიდან გავემგზავრებით გურიის მიმართულებით, ჩავალთ ჩოხატაურში და მოვინახულებთ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს, შემდეგ სოფელ ნაბეღლავში ვესტუმრებით მინერალური წყალ "ნაბეღლავის" ქარხანას.
გზად გავჩერდებით ცხრაწყაროსთან და შემდეგ ავალთ კურორტ ბახმაროში.მოვინახულებთ უნიკალურ,ხისგან აგებულ ეკლესიას და
გავემართებით მზის ჩასავალ გორაზე,სადაც დავტკბებით მზის ჩასვლის ულამაზესი ხედით ????????????

მზის ჩასვლის შემდეგ მივდივართ საოჯახო სასტუმროში და გვექნება ვახშამი გურული კერძებით ????

დილით ვისაუზმებთ გურული ღვეზელებით და გავემართებით გომის მთისკენ, ფეხით გასავლელი მანძილი არ არის, მარშუტკით ავალთ კურორტ გომის მთაზე და დავტკბებით მზის და ღრუბლების ხედით????

შუადღეს გვექნება პიკნიკი მთაზე, შემდეგ მთიდან პირდაპირ ზღვაზე ????????
ჩავალთ კურორტ ურეკში, გავირუჯებით მზეზე და ვიბანავებთ ზღვაში.
საღამოს დავბრუნებით ჩვენს მყუდრო სასტუმროში????

დილით ვისაუზმებთ ისევ სასტუმროში და წავალთ ურეკში სადაც მთელ დღეს გავატარებთ ზღვაზე????
საღამოს კი დავბრუნდებით თბილისში ????

მოსანახულებელი ობიექტები:
???? ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი
???? სოფ.ნაბეღლავი და ნაბეღლავის წყაროები (ქარხანა) ????
????კურორტი ბახმარო????????
????ბახმაროს ფერიცვალების სახ. ეკლესია (ხისგან არის აშენებული)
????მზის ჩასავალი გორა????
????გომის მთა
????კურორტი ურეკი

გასვლის დრო: 07:00 სთ ????
დაბრუნების დრო: 23:00 სთ ????

????ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით????????
????ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ???? - 2 ღამე
????ვახშამი ორჯერ????
????საუზმე ორჯერ????
????გამყოლი????
????ტკბილეული????????
????ადგილობრივი გიდი

გასათვალისწინებელი დეტალები:
◾კვება გვაქვს ოთხჯერ. საუზმე და ვახშამი. ლანჩი უნდა უზრუნველყოთ თავად????????????????????
◾ჩაიცვით კომფორტული, სპორტული ტანსაცმელი. თან იქონიეთ თბილი ჩასაცმელიც ???????????? და საზღვაო ტანსაცმელიც ????
◾არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილზე
◾არ ვსვამთ და არ ვეწევით ტრანსპორტში
◾არ ვყრით ნაგავს ტრანსპორტში და ბუნებაში
◾ ვემორჩილებით ორგანიზატორს

(მაქს.რაოდენობა-18ვიზიტორი)

????დამატებითი დეტალებისთვის და ადგილების დასაჯავშნად დარეკეთ:

???? მიშკა ????
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში

????შეკრების ადგილი: მ.დიდუბის მიმდებარე ტერიტორია. სამთო ქიმიის წინ. ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური.

გურია — რა ტურებს გთავაზობთ

გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.

როდის წავიდეთ

ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.

რა ვნახოთ

  • ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
  • შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
  • ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
  • გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
  • შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
  • ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.

გურია: გზამკვლევი
გურია

ხშირი კითხვები

მართლა სასარგებლოა ურეკის ქვიშა?
მაგნიტურ ქვიშაზე დასასვენებლად გულ-სისხლძარღვთა და სახსრების პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან. თუ მკურნალობის მიზნით მიდიხართ, წინასწარ ექიმს გაესაუბრეთ.
შეიძლება თუ არა ურეკში პატარა ბავშვებთან?
კი, ზღვა აქ ნაპირთან დიდხანს მეჩეჩია, ძირი ქვიშიანია და კენჭი არ არის. ივლისში და აგვისტოში ოჯახებით სწორედ აქ მოდიან ყველაზე ხშირად.
როდის მივიდეთ ბახმაროში?
სეზონი ივნისის ბოლოდან სექტემბრის შუამდე გრძელდება, ყველაზე ხალხმრავალია აგვისტო. ზამთარში გზა თოვლის გამო ხშირად იკეტება.
ურეკი თუ შეკვეთილი?
ურეკი უფრო ხმაურიანია, კაფეებითა და გართობით. შეკვეთილი წყნარია, ფიჭვნარით და ახალი სასტუმროებით — უფრო მშვიდი დასვენებისთვის.
რა უნდა გავსინჯოთ გურიაში?
გურული ღვეზელი (საშობაო ხაჭაპური კვერცხით), ჭადი ნადუღით, ბადრიჯანი ნიგვზით და ფხალი. სუფრაზე თუ გაგიმართლათ, გურულ სიმღერას — კრიმანჭულით — მოისმენთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.