გომის მთა - ივნისს
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
საკონტაქტო ნომერზე:
მთავარი ორგანიზატორი რეზი
>>>>თქვენი მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები<<<<<
1)უსიტყვოდ ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორის გადაწყვეტილებებს.
2)ტურზე აკრძალულია ალკოჰოლი
მსუბუქ ნარკოტიკული(მწვანე ;) ) და სხვა ნარკოტიკული საშუალებები
3)არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში
4)არ ვეწევით ტრანსპორტში
5)არ ვყრით ნაგავს
6)არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
7)არ ვბილწსიტყვაობთ მანდილოსნების გარემოცვაში და ტრანსპორტში
8)არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს თვითნებურად
9)აკრძალულია წუწუნი ნებისმიერ რამეზე რადგან ითავისებთ წამოსვლამდე იმას რომ თქვენი სურვილით ჩაეწერეთ სიაში
10)რაიმე პრობლემის შემთხვევაში ეგრევე აცნობეთ გამყოლებს
ამ პირობებიდან ერთის დარღვევის შემთხვევაშიც კი ვიხსნით ყოველგვარ პასუხისმგებლობას დამრღვევზე,იგი ეთიშება ტურს და ვეღარასდროს შეძლებს ჩვენთან წამოსვლას.
ასე რომ გაითავისეთ კარგად აწონ-დაწონეთ შეძლებთ თუ არა მოცემული პირობების შესრულებას და ისე შემოგვიერთდით....
კლუბის წევრების მოქმედება ფორსმაჟორულ სიტუაციებში
მაგ:
>რომელიმე წამომსვლელის ან კლუბის წევრის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე
>აღნიშნული ტური გახდა საფრთხის შემცველი ოდნავ მაინც
და ა.შ. სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებზე აღარ დავკონკრეტდებით
ტურის ორგანიზატორს უფლება აქვს ადგილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იმოქმედოს, შეუძლია შეწყვიტოს ტური და ჯგუფი უკან დაგაბრუნოთ თქვენივე უსაფრთოხებისათვის.(ასეთ დროს თანხა უკან არ ბრუნდება)
გასვლის დროები და არა შეკრების ასე რომ min. 10 წუთით ადრე მაინც უნდა მოხვიდეთ:.
რუსთავი-06:00-შარტავა მადაგონის ტერიტორია
თბილისი-07:00- სპორტის სასახლის მიმდებარე
ტერიტორია სუპერმარკეტ სპართან მეტროს ამოსასვლელთან
დამგვიანებელს თუ შეგვატყობინებს რომ აგვიანდება და max. 15 წუთში მოვა დაველოდებით.გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოუწევს ქალაქში დარჩენა.
მოსანახულებელი ადგილი:
სახელგანთქმული,სულის შემკვრელი,გულის ამაჩქარებელი,მისტიური,ულამაზესი არ ვიცი კიდევ როგორ შევამკო მოდი ასე ვიტყვი უბრალოდ კარგი ადგილი
გომის მთა (იმედია გაგვიმართლებს და ნისლიანს ვიხილავთ)
ტურის გამყოლები
ღამისთევას რაც შეეხება>>>> ღამეს გავათევთ კარვებში საჭიროა გქონდეთ აღჭურვილობა (კარავი,საძილე ტომარა.პარალონი)
თუ არ გაქვთ შეგვატყობინეთ წინასწარ ;)
თან ვიქონიოთ 2 დღის სამყოფი საკვები და მეგობრულად გავუნაწილოთ ყველამ ერთმანეთს შემდგომ ;) ჩვენთან ასეთი წესია
შეინახეთ ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი,ინტერნეტ ბანკით სარგებლობის შემთხვევაში სქრინი.
გადახდილი თანხა, ტურის ჩატარებამდე 7 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილების გამო!
ლაშქრობა თუ ჩაიშალა ჩვენი მიზეზით გადმორიცხული თანხა დაგიბრუნდებათ უკან...
მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა-15 ადამიანი
მეგობრებო ლაშქრობის დაჯავშნა ხდება თანხის გადმორიცხვის დროს და არა სიაში ჩაწერის დროს გვაქვს 2 სია სავარაუდო წამომსვლელთა და წამომსვლელთა სია ანუ ხალხი უკვე რომელმაც ჩარიცხა და დაჯავშნა ადგილი
ასე რომ მოწერა და წამოსვლა მინდა არ ნიშნავს იმას რომ ადგილი დაჯავშნილი გაქვთ . . . ეს იმიტომ რომ: 1)დაზღვეულნი ვიყოთ ტურის ან ლაშქრობის ჩაშლის თავიდან აცილებლაზე
2)თქვენს გამო სხვას არ ვუთხრათ უარი და შემდგომ თქვენ რომ ვეღარ წამოხვიდეთ სხვაც ისე არ დარჩეს . . .
აუცილებლად მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება სარეზერვო (სავარაუდო წამომსვლელთა სია) თუ ადგილი გამოჩნდება ხოლმე და არ მოხდება ახალი პიროვნებების ჩასმა რომელიც ადგილის გამოჩენამდე არ გვყავდა სარეზერვო სიაში.
თხოვნა იქნება არავინ არ დააგვიანოს შეკრების ადგილზე!
გელოდებით ყველას ლამაზი დღის გასატარებლად
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.