national delicacy

ოზაანი, ხირსა, მირზაანი, მაჩხაანი

  • ID: 41850
  • ნახვები: 13971
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/18
    დაბრუნება
    • 02/06/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან უცნობი კახეთის ტურს.

1. ოზაანის ამაღლების ტაძარი, მე-10 ს. შემორჩენილია ფრესკები
2. ხირსის მონასტერი, მე-6 საუკუნე
3. ქვემო მაჩხაანის სამების დედათა მონასტერი, 2004 წ.
4. ზემო მაჩხაანის წმ. გიორგის თავისკვეთის ეკლესია, მე-16 ს.
5. მირზაანის ყველაწმინდა, მე-18-19 საუკუნეები.
6. მირზაანის კავთის ეკლესია, შუა საუკუნეები.
7. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი
8. მირზაანის ალავერდი, მე-9-10 საუკუნეები.
9.ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია, მე-18 საუკუნე
(თუ დრო დაგვრჩა)

✔ 2 ივნისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 22 ლარი

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:50 სთ-დან.
გავდივართ 7:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო მთელი დღის განმავლობაში ჯამში 5 კმ. მარტივი სირთულის. თუ გზა შედარებით კარგ მდგომარეობაში იქნება მარშუტკამ შეიძლება შეგვიმციროს ეს მანძილიც.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის:
ნიკო ფიროსმანის მუზეუმის ბილეთის ფასი: 5 ლარი. ეზოს დათვალიერება უფასოა.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

https://www.facebook.com/bilikebze

 

1. ოზაანის ამაღლების ტაძარი - ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. ასევე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება მე-12-13 საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“
2. ხირსის მონასტერი - მე-6 საუკუნეში დააარსა ცამეტ ასურელ მამათგან ერთ-ერთმა - ღირსმა სტეფანემ, რომლის წმინდა ნაწილები და საფლავი ამავე მონასტერშია. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ ღირსმა სტეფანემ შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე ტყით დაფარული პატარა ფერდობი, სადაც დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მცირე ეკლესია, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე I-ის შრომით მე-10 საუკუნეში შეცვლილა გუმბათიანი ტაძრით. ამ მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია მე-18 საუკუნის მოღვაწე იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას მისდევდა. ტაძარში არის სტეფანე ხირსელის ფრესკა, წმ. გიორგის მუხლის ნაწილი და ნაწილი იმ ქვისა, რომლითაც ჩაქოლეს სტეფანე პირველმოწამე.
3. ქვემო მაჩხაანის სამების დედათა მონასტერი, 2004 წ.
4. ზემო მაჩხაანის წმ. გიორგის თავისკვეთის ეკლესია, მე-16 საუკუნე
5. მირზაანის ყველაწმინდა - მე-18-19 საუკუნეები. ტაძრიდან იშლება ზედ ხედები ხირსის მონასტერზე, ტიბაანსა და ალაზნის ველებზე.
6. მირზაანის კავთის ეკლესია, შუა საუკუნეები.
7. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი - კომპლექსში შედის საცხოვრებელი სახლი, თონე, სარდაფი, ფიროსმანის ძეგლი და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი და სხვა მხატვრების ორიგინალები, მათ შორის ლადო გუდიაშვილის, პაბლო პიკასოს („ფიროსმანის პორტრეტი“) და ა.შ. საცხოვრებელ სახლში შემონახულია მხატვრის პირადი ნივთები, ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი, ჭურჭელი, სამუშაო იარაღები, ბუხარი, ქვევრები, საკერავი მანქანა, სკივრი და სხვა (10 000 ექსპონატი). დარბაზის უკან დგას აკაკის ხე, საიდანაც იშლება ხედები სოფ. ოზაანსა და მირზაანის ალავერდზე.
8. მირზაანის ალავერდი, მე-9-10 საუკუნეები.
9. ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია, მე-18 საუკუნე (თუ დრო დაგვრჩა) - ადგილობრივი გადმოცემა ტაძრის მშენებლობის დაწყებას ერეკლე II-ის მოღვაწეობას უკავშირებს. ერთხელ მაჩხაანზე გაუვლია მეფე ერეკლეს, ამ ადგილას პატარა დანგრეული ეკლესია უნახავს და უბრძანებია ახალი ტაძრის აშენება.
 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 02/06/18
    დაბრუნება
    • 02/06/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა