გურია გომის მთა, ზღაპარი დედამიწაზე
ფოტო: Boris Kuznetsov · CC BY 2.0; Abkhazian1 · CC BY-SA 4.0; M. · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოგესალმებით:
® - გთავაზობთ ორ დღიან ულამაზეს და დაუვიწყარ ტურს გომის მთაზე <3. .
მოვინახულებთ:
I დღე:
® - დილის 06:30 სთ.-ზე გავემგზავრებით თბილისიდან გურიის მიმართულებით.
® - მდ. ბჟუჟის ხეობის გავლით ავალთ სოფელ გომში, დავტკბებით ხეობის ულამაზესი ხედებით.
® - მოვილოცავთ შემოქმედის მონასტერს
® - გომიდან გავემართებით სამთო კლიმატ-კურორტ გომისმთაზე, ზღ. დ.-დან 2100 მ.-ზე მდებარეობს.
® - დავბანაკდებით გომისმთაზე და დავტკბებით მზისჩასვლის სილამაზით <3
II დღე:
® - დავტკბებით მზის ამოსვლით გომისმთაზე.
® - დღის დანარჩენ დროს გავატარებთ შავ ზღვაზე - შეკვეთილის პლაჟზე.
® - საღამოს გამოვემგზავრებით თბილისში.
® - შეხვედრის დრო: 06-30 სთ & გასვლის დრო: 07:00 სთ:
® - შეხვედრის ადგილი ქ.თბილისი რედისონთან არსებულ ველოსიპედის ძეგლთან
® - მგზავრობა: კომფორტული მიკროავტობუსით.
® - ტურის სირთულე: მარტივი
® - ტრანსპორტირება
® - გამყოლი(გიდი)
® - ფოტო გადაღება
® - პირველადიდახმარება (საჭიროებისშემთხვევაში).
® - კარავით უზრუნველყოფა
® - 2 დღის სამყოფი საკვები - რომელსაც ყველა ინდივიდუალურად ვაგვარებთ.
® - საძილე ტომარა და საგებელი (ქირაობაში დაგეხმარებით).
® - დავითი:
® - ნატალია + 995
ბედნიერ დღეს გისურვებთ <3 <3 <3
#tour #turi #ტური #გომისმთა #მარტვილი #კანიონი #onesteptraveler #ლაშქრობა #შეკვეთილი
#travel #traveler
გურია — რა ტურებს გთავაზობთ
გურიაში ტური ორნაირად შეიძლება: ზღვაზე დასვენება ურეკსა თუ შეკვეთილში სასტუმროთი და ტრანსფერით, ან ზაფხულის მარშრუტი ბახმაროში მთის ბილიკებით. თარიღები გვითხარით და ორივე ვარიანტს ფასით შეგითავაზებთ.
როდის წავიდეთ
ზღვაზე სეზონი ივლისი–აგვისტოა: ჰაერი 28–30°, წყალი 25–26°; ამავე დროს იხსნება ბახმარო, სადაც დღისით 20°-ის ფარგლებშია.
ივნისი და სექტემბერი სანაპიროზე უფრო წყნარია, მაგრამ წვიმიანი დღეები ხშირია — გურია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო კუთხეა.
ზამთარში ბახმაროსკენ გზა თოვლის გამო ძნელად სავალია, ზღვისპირა სოფლები კი თითქმის ცარიელია.
რა ვნახოთ
- ურეკი — ფართო პლაჟი შავი მაგნიტური ქვიშით, წყალში თანდათან ღრმავდება
- შეკვეთილი — ფიჭვნარი ზღვასთან, მუსიკოსების პარკი და დენდროლოგიური პარკი
- ბახმარო — მთის კურორტი 2000 მეტრზე, ფიჭვნარი და ხის სახლები, საიდანაც ზღვამდე ღრუბლების ზემოდან ჩანს
- გომისმთა — ალპური საძოვრები და საზაფხულო ქოხები, ღრუბლების ზღვის ხედით
- შემოქმედის მონასტერი — გურიის მთავრების საძვალე, ოზურგეთის ახლოს
- ნაბეღლავი — ცნობილი მინერალური წყლის წყარო ჩოხატაურის ტყეებში
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ურეკამდე და ოზურგეთამდე დაახლოებით 300 კმ-ია (3,5–4 საათი), ბახმარომდე — 350 კმ-მდე (5 საათამდე). მარშრუტკები ოზურგეთსა და ურეკში დიდუბის სადგურიდან გადის; ზაფხულში ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ბახმაროში მიკროავტობუსები დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან სამტრედიამდე მაგისტრალით, შემდეგ ლანჩხუთის გავლით ურეკსა და ოზურგეთამდე; ბახმარომდე ჩოხატაურიდან 50-იოდე კმ დაკლაკნილი მთის გზაა.
სად დავრჩეთ: ურეკსა და შეკვეთილში — სასტუმროები და გესტჰაუსები ზღვასთან; ბახმაროში — ხის კოტეჯები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: ბახმაროსთვის — ქურთუკი და წვიმის ქურთუკი, ღამით ცივა; ზღვაზე — მზის კრემი.
კავშირი: სანაპიროზე ინტერნეტი კარგია, ბახმაროსა და მთის სოფლებში — არასტაბილური.