national delicacy

საბუე, ინწობა, გრემი, ნეკრესი და ა.შ.

  • ID: 41671
  • ნახვები: 15261
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/05/18
    დაბრუნება
    • 27/05/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ,,კახეთის კარიბჭე“.

1. გრემი XV ს. - ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა, ცენტრალურსა და მთავარს წარმოადგენდა ციტადელი, მთავარანგელოზის ეკლესიის ანსამბლი. მის აღმოსავლეთით მდებარეობდა მეფეთა და ქართველ დიდებულთა საცხოვრებელი უბანი, ხოლო დასავლეთის მონაკვეთი სავაჭრო უბანი იყო. 1466 წლიდან იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. გრემში კულტურულ _ ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვანი. 1614-1616 წლებში შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შედეგად გრემი გაპარტახდა.

2. ნეკრესი - დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში იბერიის მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა აბიბოს ნეკრესელი. ერთადერთი ასურელი მამა, რომელიც აწამეს. 
ნეკრესში არის რამოდენიმე ხუროთმოძღვრების ძეგლი: IV ს. ბაზილიკა, VII ს. სამნავიანი ბაზილიკა, VIII-IX ს. გუმბათოვანი ეკლესია, XVI ს. კოშკი და ა.შ. 

3. საბუე იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა (V-X სს) ს.ს. 
4. საბუე ორმოცთა საყდარი XIV ს.
5. საბუე წმ. შიოს ბაზილიკა VI ს.
6. საჯარის ჩანჩქერი
7. ინწობას კომპლექსი (ფიქალები) - VI ს. ნათლისმცემლის ეკლესიისა და ქვის ზღუდის ნანგრევები, საბრძოლო კოშკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია მრავალჯერ დანგრეულა და შეუკეთებიათ. ტაძართან ახლოს დაღესტნის სასაზღვრო ზოლია.

27 მაისი, კვირა.
ტურის ღირებულება: 22 ლარი

ფეხით სასიარულო ერთი გზა 2,5 კმ. 
ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში - 5 კმ. მარტივი სირთულის. 

ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 
6:50 სთ. გავდივართ 7:00სთ. (დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
: გამყოლი
: მგზავრობა მიკროავტობუსით 
: ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

https://www.facebook.com/bilikebze/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე22.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/05/18
    დაბრუნება
    • 27/05/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა