დავითგარეჯა, უდაბნო

ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Max Benidze · CC BY-SA 2.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაკახეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID4145

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

შეხვედრის დრო და ადგილი: დილის 09:00 საათი, რუსთაველი, მაკდონალდსის წინ

ღირსშესანიშნაობანი:

იოანე ნათლიმცემლის მონასტერი.

ჩიჩხიტური.

დავითის ლავრა.

უდაბნოს მონასტერი.

აღდგომის ტაძარი.

თუ დროში ჩავეტევით: დოდოსრქა.

გზაზე შეგვხდება მლაშე ტბები...კაპატაძეს ტბა და ჯიქურების ტბა

და მწვერვალი უდაბნო

მწვერვალიდან..აზერბაჯანის საზგვარზეა პირდაპირ და ზემოდან დაყურებ ყარაიას ველს

ფეხით გასავლელი მანძილი:

დაახლოებით 5 კმ

საშუალო სირთულე: მარტივი

ამინდი: შედგება მიუხედავად ამინდისა

რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სპორტული ტანისამოსი და ფეხსაცმელი. გოგონებმა უმჯობესია ქვედაბოლოები ან კაბები. მანდილი იქონიეთ თან

რა წავიღოთ?

უდაბნო კი არის, მაგრამ საწვიმარი მაინც :) ერთი დღის სამყოფი საკვები,მინიმუმ 1.5 ლიტრი წყალი, რადგან იქ არარის, თბილი მოსაცმელი. ,თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი :)

●გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში

არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას

საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)

არ ვყრით ნაგავს!

არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)

არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.

არ ვბილწსიტყავობთ!

არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!

არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!

ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა

თენგო

ჩაწერის ბოლო დღე პარასკევი, ღამის 23:59

თანხის ასაგროვებლად შეკრება იქნება პარასკევს საღამოს 19:00 დან 20:00 საათამდე , მეტრო ნაძალადევთან. ვინც ვერ მოვა, ანგარიშზე ჩარიცხეთ.

ს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GEL

მიმღები: ლელა წიკლაური

მოილოცეთ დავით გარეჯი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.

რა ვნახოთ

  • სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
  • ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
  • ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
  • გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
  • წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
  • დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.

კახეთი: გზამკვლევი
კახეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება კახეთს?
სიღნაღი და ბოდბე ერთ დღეში იოლად ჯდება. თელავის, ალავერდის, გრემისა და ყვარლის დასამატებლად 2–3 დღე სჯობს, ერთი ღამით სიღნაღში და ერთით თელავში.
როდის არის რთველი?
ჩვეულებრივ სექტემბრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუამდე; ჯიშისა და ამინდის მიხედვით თარიღი იცვლება. ბევრი მარანი სტუმრებს ყურძნის კრეფასა და დაწურვაში მონაწილეობას სთავაზობს.
რომელი გზით ჯობს წასვლა — გომბორით თუ საგარეჯოთი?
თელავში უფრო სწრაფია გომბორით, სიღნაღში — საგარეჯოს ტრასით. ზამთარში და ძლიერი წვიმისას გომბორის უღელტეხილს უმჯობესია აარიდოთ თავი.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ლაგოდეხის ბილიკი ჩანჩქერამდე, ყვარლის ღვინის გვირაბი, ილიას ტბა და სიღნაღის გალავანი ბავშვებსაც მოსწონთ. ზაფხულის სიცხეში აქტიური დღე დილით დაგეგმეთ.
როგორ მივიდე დავით გარეჯამდე?
თბილისიდან დაახლოებით 2,5 საათია, ბოლო მონაკვეთი გრუნტის გზაა. ჩვეულებრივ ტურით ან ტაქსით მიდიან — საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.