national delicacy

თელავი ერეკლეს სასახლე, წინანდალი, აკურა, კონდოლი

  • ID: 41381
  • ნახვები: 14469
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან ისტორიულ ტურს. 
ერეკლეს (ბატონის) სასახლე თელავში წლებია დაკეტილია და ოფიციალურად იხსნება 18 მაისს (პარასკევია და სამუშაო დღეა. ამიტომ ტური დავგეგმეთ შაბათს 19 მაისს) . 

1. ახალი შუამთა - ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. იგი დააარსა კახეთის მეფის ლევანის მეუღლე თინათინმა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და იქვეა დაკრძალული.

2. ძველი შუამთა - სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, VII საუკუნის მცხეთის ჯვრის ტიპის და მცირე გუმბათოვანი ეკლესიები. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ.

3. თელავის მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (მე-18 საუკუნე), მეფის კარის ეკლესიები, ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო, სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა და ხევსურული სამოსელის კოლექციები.

4. წინანდლი - სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოჯახის, ჭავჭავაძეების ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის მარანი, დააგემოვნოთ ქართული ღვინოები. წინანდალი მე-19 საუკუნეში კულტურულ-ინტელექტუალური ცენტრი იყო. აქ იმართებოდა მრავალი გამოფენა, კონცერტი, ლიტერატურული ღონისძიება და საღამო. დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა. აქ ნახავთ სიყვარულის ხეივანს. ლეგენდის თანახმად, თუკი წყვილი მასში თვალდახუჭული გაივლის, მათი სიყვარული ბედნიერი იქნება. 

5. აკურას მამადავითი - სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც თავის მამულში დააარსა იერუსალიმიდან დაბრუნებულმა წმ. ილარიონ ქართველმა მე-9 საუკუნეში. აკურის ყმა-მამულის დიდი ნაწილი დავითგარეჯის მონასტრის საკუთრება ყოფილა და საკათალიკოსო მამულების გუჯრებშიც მოიხსენიება. ეს კუთვნილება მე-16 საუკუნიდან, კახეთის ცალკე სამეფოს წარმოქმნისას, რამდენჯერმე შეიცვალა.

6. კონდოლის ნათლისმცემელი (თუ დრო დაგვრჩა) - მე-6 საუკუნის ბაზილიკა. ეს დიდებული არქიტექტურული ძეგლი გრძელი, ვიწრო შენობაა. შედგება სამი ნავისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან გაყოფილია ორი წყვილი სვეტით. რესტავრაცია მოხდა მე-19 საუკუნეში.

სიურპრიზად კი დამატებით ერთ ძალიან საინტერესო ადგილს განახებთ 

ფეხით სასიარულო არსად არ გვაქვს ( 0 კმ ). ტრანსპორტი მიდის ყველგან ბოლომდე. 

✔ 19 მაისი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 20 ლარი

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან.
გავდივართ 8:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
- ერეკლეს სასახლის ბილეთი 5-6 ლარი. 
- წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბილეთი 
5 ლარი. ვისაც მხოლოდ სასახლის ეზოს დათვალიერება სურს მათთვის გადასახდელი იქნება მხოლოდ 2 ლარი.
ორივე სასახლეში მოქმედებს ფასდაკლება სტუდენტებსა და მოსწავლეებზე.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. 

ტურზე წამოსვლის მსურველებმა მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ faecbook გვერდზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

https://www.facebook.com/bilikebze/


 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/05/18
    დაბრუნება
    • 19/05/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა