დაშბაშის კანიონი, ელფია, წალკა(სასწაულმოქმედი კალმახები, შავნაბადა

ფოტო: Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0; Giorgimailo · CC BY-SA 4.0; Diaoha · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაქვემო ქართლი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID40936

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

1. შავნაბადის წმ. გიორგი - 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო და სპარსელთა არმია სოღანლუღის მიდამოებში მთაზე დაბანაკდა. ლეგენდის მიხედვით შუაღამისას ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა დატოვა საქართველო. ქართველებმა ამ მთას შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო.

2. დაშბაშის კანიონი და ჩანჩქერი - დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი.

3. დაშბაშის წმ.გიორგი - "თავისუფალი ჯვრის" ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა. წარწერის მიხედვით X-XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. გუმბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.

4. წალკის ბერთას სამი მღვდელმთავრის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი (სასწაულმოქმმედი კალმახები) VI-VII ს.ს.

5. ელფია წმ. გიორგის ეკლესია - ულამაზეს ტყეში ჩაფლული, მდინარის პირას.

ფეხით სასიარულო ჯამში (მთელი დღის განმავლობაში)
7 - 8 კმ. მარტივი სირთულის.
დაშბაშის კანიონზე ჯამში 3 კმ.
ელფიის ეკლესიაში ჯამში 4 -5 კმ.

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი ველოსიპედის ძეგლთან 7:20 სთ-დან. გავდივართ 7:30სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

გამყოლი

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით

ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ

ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.

რა ვნახოთ

  • დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
  • ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
  • დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
  • ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
  • ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
  • მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.

ქვემო ქართლი: გზამკვლევი
ქვემო ქართლი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა ქვემო ქართლის ერთ დღეში ნახვა?
ერთ დღეში ჯდება ან დმანისი და ბოლნისი, ან წალკა და დაშბაშის კანიონი. ორივე მიმართულებისთვის ორი დღე ან ერთი ღამე წალკაში სჯობს.
როგორ მივიდე ბრილიანტის ხიდამდე?
ხიდი დაშბაშის კანიონზეა, წალკის მახლობლად; თბილისიდან მანქანით დაახლოებით 2 საათია. ზემოდან ხიდამდე და კანიონში ჩასასვლელად მოხერხებული ბილიკებია.
რა არის დმანისში სანახავი?
შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევები, სიონის ტაძარი და არქეოლოგიური გათხრების ადგილი მუზეუმით. ზაფხულში გათხრები აქტიურია და ზოგჯერ მკვლევრების მუშაობასაც დაინახავთ.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ალგეთის პარკის მოკლე ბილიკები, დაშბაშის ხიდი და ჩანჩქერები ბავშვებსაც მოსწონთ. ბირთვისის ბილიკი უფრო გრძელია და ციცაბო ადგილები აქვს, პატარებისთვის რთული იქნება.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.